ფოტო-NEWS: NBA-ის ფინალი დიდი სტუმრებით და მარიხუანა...

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩს საპატიო სტუმრები ჰყავდა. "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" დაპირისპირებას დაესწრნენ "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი და ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი.

მატჩის შემდეგ, ნეიმარმა "გოლდენ სტეიტის" ფორვარდთან დრეიმონდ გრინთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოასწრო.

* * *
ამასობაში, ფინალური სერიის მეორე მატჩის შემდეგ, "კავალიერზის" გასახდელიდან მარიხუანას სუნი გამოდიოდა. ამის შესახებ მოყვა The Undefeated-ის ჟურნალისტმა მაიკ უაიზმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

"კლივლენდის" გასახდელში მარიხუანას ძლიერი არომატი იყო. არ ვიცი ვინ მოიხმარდა
- ჟურნალისტი, მოთამაშე თუ ვინმე სხვა", - დაწერა უაიზმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ჰავაიზე უცხოვრია და იცის, როგორია მარიხუანას სუნი. "არავის ვადანაშაულებ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რეპორტიორი ან ოპერატორი", - დაამატა ჟურნალისტმა.

გუშინ, "გოლდენ სტეიტმა" 132:113 მოუგო "კლივლენდს" და სერიაში ანგარიში 2:0 წაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნოდო მართალია - ძირს ტრაკგამოფხრეწილი შარვლები!!! და საერთოდ, კალაძემაც ოფიციალურად ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ჩანჩურა შარვლის გამო... ჩვენ კბილებით დავიცავთ ჩვენი შარვლების სიწმინდესა და შეურყვნელობას!!! გაუმარჯოს "სტრელკებდაუთოებულ" კაცურ შარვლებს!!!!
მსქროლავი ტროლი
06 ივნისი 2017 17:10
0
არადა ფოტო რომ გავხსენი, პირველი ჰამილტონის ძაან მაგარი ჯინსი და ნეიმარის ქურთუკი მომხვდა თვალში, კარგი გაგებით და ცუდი გაგებით ნეიმარის სალტე თავზე, ვაფშე რაშუაში იყო?:D
gigi
06 ივნისი 2017 14:47
0
რა გინდა? რატო ეჩრები? ნოდომ დატოვა კომენტარი რასაც ფიქრობდა ამ ციგნის შეხედულობის არსებასთან. შენ ვინ ხარ რა გინდა რომ დასცინიხარ? ან გოიმობა რა შუაშია?? რახან არ მოსწონს გოიმია? სად იზრდებით რა გინდათ რას ეძებთ
sali -is
06 ივნისი 2017 13:02
0
ნოდო-ს. კაი კაცოოოოოოო! რომელი სოფლიდან ხარ ნოდიკო? კაცი კალათბურთის საყურებლად მივიდა დარბაზში და არა პარლამენტის სხდომაზე ან პრეზიდენტთან შესახვედრად. შენი სწავლება ასეთ ადამიანებს ნამდვილად არ ჭირდებათ, შენ კი მაგრად ჩამორჩი მატარებელს, რომელმაც შენთვის დიდი ხალია ჩაიარა. პარა ნა პენსიუ!!! თუ უკვე პენსიონერი ხარ??
sali
06 ივნისი 2017 12:06
0
ჰემილტონი ლამის მილიარდში ცურავდეს და რა შარვალი აცვია ასე ამდენ ხალხში რატო უნდა გეცვას :)
ნოდო
06 ივნისი 2017 11:39
0
მაგრები ხართ რა, როდის წერთ, ჯერ რა სტატიაა მარა გუშინ მაინც დაგეწერათ, კალათბურთს მაგრად აშუქებთ.
david
06 ივნისი 2017 10:47
0

სიახლეები პოპულარული