"გოლდენ სტეიტმა" მთავარი ვარსკვლავი დააფასა - 205 მილიონი სტეფ კარისთვის

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მფლობელმა ჯო ლეიკობმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სტივენ კარის შესანარჩუნებლად. კალათბურთელს სურს გააფორმოს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულება იქნება 205 მილიონი დოლარი.

"მზად ვარ თუ არა ასეთი წინადადების შესათავაზებლად? ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარი შევინარჩუნო", - მოჰყავს ESPN-ს ლეიკობის სიტყვები. - ვიცი, რომ მას დარჩენა სურს. არ მგონია, რომ პრობლემები შეგვექმნას".

* * *
როგორც ESPN იტყობინება, ლეგენდარული ჯერი უესტი, რომელმაც ექვსი წელი იმუშავა კონსულტანტად "გოლდენ სტეიტში", ანალოგიურ სამუშაოზე გადადის "ლოს ანჯელეს კლიპერსში".

უესტის კონტრაქტი
"მეომრებთან" სეზონის ბოლოს იწურებოდა, "კლიპერსში" კი ჯერ კიდევ მაისში გამოთქვეს ჯერის აყვანის სურვილი. მცირე ფიქრის შემდეგ, 79 წლის სპეციალისტმა სამუშაო ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჯერი უესტია ის ადამიანი, ვინც თავის დროზე არ დაუშვა კლეი ტომპსონისა და კევინ ლავის გაცვლა. "კლიპერსი" აპირებს უესტის დახმარებით დაარწმუნოს თავისი თავისუფალი აგენტები - კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი დარჩნენ გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერი უესტი ცოცხალი ლეგენდაა.
murtalo
00:19 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული