საინტერესო გაცვლა განახორციელეს "ატლანტამ" და "შარლოტმა". "ჰოქსმა" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და 2017 წლის დრაფტზე 31-ე არჩევის უფლება დათმო, სანაცვლოდ კი მიიღო ცენტრი მაილზ პლამლი, შემტევი მცველი მარკო ბელინელი და დრაფტის 41-ე არჩევანი, - იტყობინება Yahoo Sports.
31 წლის ჰოვარდმა "ატლანტაში" ერთი სეზონი გაატარა, "შარლოტი" კი მისი მესამე გუნდია ბოლო სამ წელიწადში. დუაიტის კონტრაქტი კიდევ ორი წელი მოქმედებს, რომლის დროსაც 47 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. გასულ სეზონში "სუპერმენი" საშუალოდ 13.5 ქულასა და 12.7 მოხსნას აგროვებდა.
* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა"
"ბრუკლინთან" დადო გარიგება. კალიფორნიულმა კლუბმა "ნეტსში" გაუშვა ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი და მცველი დ'ანჯელო რასელი. ამის შესახებ წერს Yahoo Sports-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი. სანაცვლოდ, "ლეიკერსი" მიიღებს ცენტ ბრუკ ლოპესს და 2017 წლის დრაფტის 27-ე არჩევანს.
ამ გარიგების თანახმად, "ლეიკერსი" მოიშორებს მოზგოვის 54-მილიონიან კონტრაქტს. ამ გზით, კალიფორნიელები ამზადებენ ნიადაგს პოლ ჯორჯთან და ლებრონ ჯეიმსთან შესაძლო კონტრაქტებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"