სერბეთის ნაკრების გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი კარიერას "იუტა ჯაზში" გააგრძელებს, - ამტკიცებს სერბული გამოცემა "პოლიტიკა". ადრე, 30 წლის კალათბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ჩიკაგო" მიიჩნეოდა. ცნობილია, რომ ტეოდოშიჩის კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან ამოიწურა და კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა.
მოსკოველებმა მილოშს ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, სერბი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებდა. მაგრამ გამოცემის ინფორმაციით, ტეოდოშიჩმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სურს ძალების მოსინჯვა.
"იუტას" სასარგებლოდ ის ფაქტი ლაპარაკობს, რომ სერბი კარგად იცნობს ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს კევინ სნაიდერს, რომელიც ცსკა-ში
2012-13 წლებში მუშაობდა. ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში სნაიდერმა ტეოდოშიჩს პლანეტის საუკეთესო გამთამაშებელი უწოდა. გარდა ამისა, "იუტაში" მუშაობს კალათბურთელის თანამემამულე იგორ კოკოშკოვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"