NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ცენტრმა კრის ბოშმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ვეტერანმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო, - წერს ფლორიდული გუნდის პრესსამსახური. ბოლოს ის მოედანზე 2016 წლის თებერვალში იხილა მაყურებელმა. სწორედ ამის შემდეგ, კრისს აღმოუჩინეს თრომბი და ექიმებმა თამაშის უფლება აღარ მისცეს.

"მაიამი" ამოიღებს ხმარებიდან ბოშის პირველნომრიან მაისურას. ამ გუნდთან ერთად, ფორვარდმა ორჯერ მოიგო NBA-ის ჩემპიონის ტიტული. გარდა ამისა, 2008 წელს, აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი კაცი იყო
giorgi
22:02 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული