როგორც იცით, ტორონტოში 2016 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ, კრის ბოშს ფეხში თრომბის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, კალათბურთელი მოედანზე აღარ გასულა. გარდა ამისა, ბოშს ვარჯიშებიც კი აკრძალული ჰქონდა. ფორვარდს ძალიან სურდა მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ამაოდ ცდილობდა სამწვრთნელო შტაბისგან და ექიმებისგან ნებართვის მიღებას.
ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ სეზონებს შორის შესვენებისას, ბოში სამედიცინო ტესტებს გაივლიდა, რომლის შედეგების მიხედვით ექიმები გადაწყვეტდნენ - გააგრძელებდა თუ არა ვეტერანი
და აი, გუშინ, ბოშმა სოციალურ ქსელში განათავსა ბოლოდროინდელი ვარჯიშების ვიდეოები, სადაც 32 წლის კალათბურთელი რბენით და სროლით სავარჯიშოებს ასრულებს. გარდა ამისა, გაჩნდა ფოტო სპორტდარბაზიდან, რომლითაც ვიგებთ, რომ ბოშის პარტნიორი ვარჯიშებისას მისი ყოფილი თანაგუნდელი დუეინ უეიდია, რომელიც ზაფხულში "ჩიკაგოში" გადავიდა.
შარშან, კრისმა 53 მატჩის ჩატარება მოასწრო რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ, 19.1 ქულა და 7.4 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"