გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" მძიმე ფორვარდმა კრის ბოშმა, რომელმაც მოედანზე დაბრუნების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა, ვერ შეძლო სამედიცინო შემოწმების გავლა და არ დაუშვეს ფლორიდული კლუბის საწვრთნელ შეკრებაზე.

"მაიამის" ხელმძღვანელობას მიახლოებითაც არ შეუძლია კალათბურთელის დაბრუნების თარიღის დასახელება. შეგახსენებთ, რომ ბოში ზედიზედ ორი წელი იძულებული იყო ვადაზე ადრე დაესრულებინა სეზონი ფილტვებში სისხლის შედედების გამო. ამ მომენტისთვის, სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ, მოთამაშის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, ბოში აგრძელებს შესაბამისი პრეპარატების მიღებას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "მაიამის" შეფობას მიაჩნია, რომ კალათბურთელი სამედიცინო მონაცემების გამო დაასრულებს კარიერას. დაზუსტებული ინფორმაციით, ბოლო
19 თვის განმავლობაში, ბოშს მესამე თრომბი აღმოუჩინეს - ამჯერად, ფეხში.

თავად კრის ბოში აცხადებს, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას.

"მე ვიღებ პრეპარატს, რომელიც ჩემამდე ბევრ სპორტსმენს დაეხმარა კიდევ რამდენიმე წელი გაეტარებინა მოედანზე. ლაპარაკი არ არის იმაზე, ვითამაშებ თუ არა კალათბურთს, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს - როდის მოხდება ეს. ვაკვირდები საკუთარ თავს, ვაგრძელებ ვარჯიშს და ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ NBA-ში. ჯერ ისევ შემიძლია კალათბურთის თამაში", - განაცხადა ბოშმა "მაიამი ჰერალდთან" კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დროს თამაშია, თავს მიხედოს.
baxt
21:32 26-09-2016
0

სიახლეები პოპულარული