ფორვარდმა კონტრაქტში არსებული უფლება გაცვლაზე არ გააუქმა. შესაბამისად, ლებრონს სურს, მომავალი სეზონი "კლივლენდის" შემადგენლობაში გაატაროს.
ჯეიმსს შეუძლია შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდეს 2018 წლის ზაფხულში. გარდა ამისა, ფორვარდს ექნება შესაძლებლობა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი "კლივლენდთან" 2018-19 წლების სეზონისთვის და გამოიმუშავოს 35.6 მილიონი დოლარი.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ "კლივლენდის" მცველმა კაირი ირვინგმა კლუბის ხელმძღვანელობას გაცვლის შესახებ სთხოვა, რადგან აღარ სურს ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა. თავად ლებრონი ირვინგის ტრეიდთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ ჩაერევა.