"სან ანტონიომ" პაუ გასოლი დაადასტურა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსმა" ესპანელ ვეტერანთან, პაუ გასოლთან კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

გარიგების დეტალები ცნობილი არაა. ადრე პრესა წერდა იმის შესახებ, რომ ესპანელი სამწლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს და სეზონში 16.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

გასულ სეზონში 37 წლის გასოლმა 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო სტატისტიკა 12.4 ქულასა და 7.8 მოხსნას უდრიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული