როგორც ESPN წერს, 25 წლის კალათბურთელი ნიუ ჯერსიდან არის და უნდა იმ გუნდში გადასვლა, რომელიც მისი მშობლიური ქალაქიდან ახლოს იქნება. შესაბამისად, ირვინგს თურმე "ნიუ იორკ ნიქსში" სურს კარიერის გაგრძელება.
კაირიზე კიდევ ორი პრეტენდენტია "სან ანტონიო" და "ფინიქსი". როგორც Cleveland.com წერს, ამ უკანასკნელმა "კლივლენდს" შემდეგი პირობები წაუყენა:
"კავალიერზს" სურს მიიღოს გამთამაშებელი ერიკ ბლედსოუ, ფორვარდი ჯოშ ჯექსონი და 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანი.
კაირის ცუდი გავლენა
ერთ-ერთი ამერიკული სკოლის მასწავლებლის ნიკ გულორის თქმით, მისი მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ დედამიწას ბრტყელი ფორმა აქვს. გუროლი ამბობს, რომ ბავშვების აზრზე იმოქმედა "კლივლენდის" მცველმა კაირი ირვინგმა.
"ნამდვილი პანიკა დამეწყო, - ამბობს NBC-სთან კომენტარში მასწავლებელი. - როგორ მოვახერხე ასე ცუდად მუშაობა, რომ ბავშვებს კალათბურთელის სიტყვების სჯერათ? ვცდილობდი ამეხსნა მათთვის ეს, ვუჩვენე ვიდეოც, მაგრამ ამან სიტუაციას არ უშველა.
მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მე ვარ შეთქმულების თეორიის მიმდევარი, ჩემი მიზანია - თავს მოვახვიო ხალხს აზრი, რომ დედამიწა მრგვალია. ძალიან მიჭირს მათ აზრი შევაცვლევინო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეცნიერება მათთვის არაფერს ნიშნავს".
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის "ყველა ვარსკვლავის უქმეების" დროს, კაირი ირვინგმა სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"