"ჩიკაგომ" დაცვა დაივიწყა

AutoSharing Option
ძალიან ხშირად მიმოხილვების დროს "მაიამის" "დიდი ტრიოს" გმირობების შესახებ გვიწევს წერა, მაგრამ ამ უქმეებზე გამორჩეული თამაში აჩვენა "სან ანტონიოს" სამეულმა. ყველაზე პრინციპული მეტოქის - "დალასის" წინააღმდეგ ტონი პარკერმა, მანუ ჯინობილიმ და ტიმ დანკანმა საერთო გუნდური 97 ქულიდან 80 ქულა (33 - პარკერი, 25 - ჯინობილი, 22 - დანკანი) დააგროვეს და საკუთარ გუნდს "მავერიქსთან" დამსახურებული გამარჯვება მოუტანეს. ამასთან, მათ შესაშური ეფექტურობა გამოავლინეს. მხოლოდ პარკერმა დაჰყო მოედანზე 33 წუთზე მეტი, სროლების ყველაზე უარესი პროცენტი კი ჯინობილის ჰქონდა - 16-დან შვიდი.

საფინალო სირენამდე
შვიდი წუთითა და 26 წამით ადრე "სპურსის" უპირატესობა მინიმალური იყო - 73:71. ამის შემდეგ გარი ნილმა, ჯინობილიმ და პარკერმა თითო სამქულიანი ჩააგდეს და რიკ კარლაილი იძულებული გახდა ტაიმ-აუტი აეღო. მისმა სათამაშო კორექტივებმა არ გაამართლა, "სან ანტონიომ" კი იმავე ჯინობილისა და დანკანის მონდომებით კიდევ შვიდი უპასუხო ქულა აიღო და 14-ქულიანი კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. დარჩენილ ორწუთნახევარში "დალასმა" ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ უფრო მეტის გასაკეთებლად დრო საკმარისი არ აღმოაჩნდა.


* * *
უცნაურად წარიმართა შეხვედრა აღმოსავლეთის ლიდერ "ჩიკაგოსა" და "ინდიანას" შორის. "ხარები" ამ მატჩამდე ზედიზედ რვა მოგებით მივიდნენ და სერიის გაგრძელების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ტომ ტიბოდოს გუნდის ნაქებმა დაცვამ თავი შეირცხვინა. მარტო პირველ ტაიმში "ინდიანამ" ლიდერს 62 (!) ქულა ჩაუგდო. ცნობისთვის, წინა ექვსი მატჩიდან ოთხში "ჩიკაგოს" მეტოქეები მთელი შეხვედრის განმავლობაში 80 ქულამდეც ვერ ადიოდნენ.

"პეისერსმა" პირველ ტაიმში კარგი თამაში არ იკმარა და მესამე მეოთხედში მისი უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა - 79:59, ბოლო მეოთხედის წინ კი მასპინძლები 16 ქულით იყვნენ წინ - 89:73.

"ხარების" გადარჩენა დერიკ როუზმა იტვირთა და კარგად გამოუვიდა ეს. MVP-ის პრიზის მთავარმა პრეტენდენტმა ძირითადი დროის ბოლო 7 წუთში 18 ქულა დააგროვა, თანაც დროის ერთ მონაკვეთში ზედიზედ 12 ქულა მიითვალა. "ჩიკაგომ" საფინალო სირენამდე 10:2 გაქცევა მოაწყო, ანგარიში კი იმავე როუზმა გაათანაბრა.

მაგრამ დაიწყო ოვერტაიმი და დერიკის გმირობები დასრულდა. მან თავიდანვე სამი ბურთი ააცილა და ერთხელ შეცდომა დაუშვა, "ინდიანამ" კი ზედიზედ შვიდი ქულა მოიპოვა და მატჩის ბოლომდე შეცდომები აირიდა თავიდან. "ჩიკაგომ" 43 წამით ადრე სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ როუზმა (მან ამ მატჩში 42 ქულით პირადი რეკორდი გაიმეორა) მეექვსე პერსონალური მიიღო მაკრობერტსზე, რომელმაც ორივე საჯარიმო გამოიყენა, "ბულზის" რიგებში აღარ იყო ისეთი კალათბურთელი, რომელიც გუნდს გადაარჩენდა.


18 მარტი
ინდიანა-ჩიკაგო 115:108 (ო)
31:21, 31:27, 27:25, 13:29, 13:6
ი: ჰენსბრო (29+12 მოხსნა), გრეინჯერი (19), კოლისონი (17+8 პასი), ჰიბერტი (15+7 მოხსნა).
ჩ: როუზი (42), დენგი (21+10 მოხსნა), ნოა (17), გიბსონი (8+16 მოხსნა).

ორლანდო-დენვერი 85:82
18:21, 29:21, 17:18, 21:22
ო: ჰოვარდი (16+18 მოხსნა+5 დაფარება), თურქოგლუ (15+9 მოხსნა+8 პასი), ბასი (13+8 მოხსნა), რიჩარდსონი (13+5 პასი), ნელსონი (13).
დ: ჩენდლერი (20), გალინარი (17), ნენე (14+9 მოხსნა).

ტორონტო-ვაშინგტონი 116:107
33:27, 29:26, 26:24, 28:30
ტ: ბარნიანი (33+5 პასი), დეროზანი (30), კალდერონი (17+6 პასი), ბარბოზა (15), ევანსი (7+15 მოხსნა).
ვ: ბუკერი (26+13 მოხსნა), კროუფორდი (25), უოლი (21+7 პასი), ევანსი (15), მაკგი (11+12 მოხსნა).

ატლანტა-მაიამი 85:106
21:25, 16:25, 20:36, 28:20
ა: უილიამსი (15), უილკინსი (14), ტიგი (13+6 პასი), ჰორფორდი (11), სმიტი (10).
მ: ჯეიმსი (43), ბოში (17+10 მოხსნა), უეიდი (14+5 პასი).

დეტროიტი-ნიუ იორკი 99:95
26:25, 29:28, 15:25, 29:17
დ: პრინსი (16), ვილანუევა (14), უილკოქსი (13+12 მოხსნა), სტაკი (12), დეი (11), გორდონი (10).
ნ-ი: სტაუდმაიერი (20+12 მოხსნა), დუგლასი (20+11 პასი), უილიამსი (17+9 მოხსნა), ბილაპსი (12).

ოკლაჰომა-შარლოტი 99:82
26:18, 19:25, 29:22, 25:17
ო: დურანტი (25), ჰარდენი (21), უესტბრუკი (18+7 პასი), იბაკა (12+13 მოხსნა+5 დაფარება).
შ: ჯექსონი (18), დიაო (13+5 პასი), კანინგემი (10+7 მოხსნა).

დალასი-სან ანტონიო 91:97
20:30, 25:20, 21:23, 25:24
დ: ნოვიცკი (23+9 მოხსნა), ტერი (19+5 პასი), მერიონი (13), ბარეა (13).
ს-ა: პარკერი (33), ჯინობილი (25+5 პასი), დანკანი (22+8 მოხსნა).

ჰიუსტონი-ბოსტონი 93:77
28:22, 34:18, 19:16, 12:21
ჰ: მარტინი (25), ლოური (20+9 პასი), პატერსონი (18+12 მოხსნა), ჰეიესი (11+11 მოხსნა).
ბ: გრინი (17), დევისი (16+7 მოხსნა), გარნეტი (11), პირსი (10).

მილუოკი-ნიუ ჯერსი 110:95
29:26, 23:28, 28:19, 30:22
მ: დელფინო (26+8 მოხსნა), სალმონსი (25+7 პასი), ჯენინგსი (16+10 პასი), მბა ა მუტე (13), ბოგუტი (13+7 მოხსნა).
ნ-ჯ: ლოპესი(25), უილიამსი (18+9 პასი), ჰემფრიზი (10+11 მოხსნა).

ფინიქსი-გ. სტეიტი 108:97
27:20, 23:18, 34:27, 24:32
ფ: გორტატი (18+9 მოხსნა), ნეში (17+10 პასი), ფრაი (17+9 მოხსნა), ჰილი (17+7 მოხსნა), კარტერი (10).
გ-ს: რაიტი (30), ლი (16+10 მოხსნა), კარი (15+5 პასი).

საკრამენტო-ფილადელფია 80:102
23:32, 15:23, 16:25, 26:22
ს: კაზინსი (19+12 მოხსნა), კასპი (14), უდრიხი (13+5 პასი), დალემბერი (6+13 მოხსნა), ტომპსონი (4+10 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (15+9 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (14), იგუოდალა (13+9 პასი+7 მოხსნა), ბრენდი (10), იანგი (9+10 მოხსნა).

ლეიკერსი-მინესოტა 106:98
21:27, 28:24, 29:23, 28:24
ლ: გასოლი (25), ბრაიანტი (18+5 პასი), ბრაუნი (14), ბინუმი (10+14 მოხსნა).
მ: ჯონსონი (29), ბიზლი (18+7 მოხსნა), ლავი (15+13 მოხსნა), უებსტერი (10).


19 მარტი
კლიპერსი-კლივლენდი 100:92
25:28, 29:22, 28:28, 18:14
კლიპ: გრიფინი (30+8 მოხსნა+8 პასი), გორდონი (29+5 პასი), სმიტი (12), უილიამსი (11+5 პასი).
კლივ: ჰიქსონი (28+9 მოხსნა), სეშენსი (18+7 პასი), სამუელსი (17), გიბსონი (10).

მაიამი-დენვერი 103:98
29:21, 27:26, 23:24, 24:27
მ: ჯეიმსი (33), უეიდი (32), ბოში (18+11 მოხსნა+6 პასი), ბიბი (14).
დ: სმიტი (27), გალინარი (23), ლოუსონი (16+7 მოხსნა+6 პასი), ჩენდლერი (12), ნენე (10).

ნიუ ორლეანი-ბოსტონი 85:89
28:14, 23:26, 13:27, 21:22
ნ-ო: უესტი (32+8 მოხსნა), ბელინელი (23), ოკაფორი (10+11 მოხსნა), არიზა (10+8 მოხსნა), პოლი (4+15 პასი+7 მოხსნა).
ბ: დევისი (20+8 მოხსნა), ალენი (20), გარნეტი (12+9 მოხსნა), გრინი (10).

მემფისი-ინდიანა 99:78
27:20, 31:21, 18:19, 23:18
მ: ალენი (19+11 მოხსნა+6 პასი+6 ჩაჭრა), რენდოლფი (17+10 მოხსნა), კონლი (17+9 პასი), გასოლი (10).
ი: გრეინჯერი (17), კოლისონი (17), ჰენსბრო (14).

სან ანტონიო-შარლოტი 109:98
24:13, 34:28, 32:27, 19:30
ს-ა: ნოვაკი (19), ნილი (15), ჰილი (12+9 პასი), ჯინობილი (11+6 პასი), ბონერი (10).
შ: ჰენდერსონი (19), დიაო (16), უაიტი (13), ლივინგსტონი (10+8 პასი), ტომასი (10).

პორტლენდი-ფილადელფია 110:101
36:27, 26:27, 25:29, 23:18
პ: მეტიუზი (28), უილასი (25+8 პასი), ოლდრიჯი (18+7 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (16).
ფ: უილიამსი (24), იანგი (19), მიქსი (17), ბრენდი (10+9 მოხსნა), ნოჩიონი (10), ჰოლიდეი (7+10 პასი).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული