ტიმ დანკანი დაიმტვრა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ლიდერი ტიმ დანკანი ფეხის დაზიანების გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

NBA-ის ვეტერანმა ვარსკვლავმა ტრავმა გუშინ "გოლდენ სტეიტთან" მატჩში მიიღო. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერისთვის ეს პირველი სერიოზული დანაკლისია მთელი სეზონის განმავლობაში, თუმცა ის მეტად არასასურველ მომენტში მოხდა.

მატჩის დასრულებისთანავე დანკანს რენტგენი გაუკეთეს, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ აღმოუჩენია და ტიმს არ მოუწევს პლეი ოფის ეტაპის გამოტოვება.

"სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ დანკანის მოედანზე დაბრუნების კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შეუძლია, ხოლო გუნდის მძიმე ფორვარდის, ანტონიო მაკდაესის თქმით, ტიმი მინიმუმ
ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

"ჩვენ შეგვიძლია ტიმის გარეშეც მივიყვანოთ საქმე ბოლომდე და რეგულარული ჩემპიონატი მოვიგოთ, მაგრამ პლეი ოფში მის გარეშე ვერაფერს გავაწყობთ", - აღნიშნა დანკანის მნიშვნელობა "სან ანტონიოს" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა.

ამ სეზონში დანკანი საშუალოდ მოედანზე 28 წუთს ატარებს და 13.4 ქულითა და 9.1 მოხსნით ეხმარება გუნდს.


* * *
"მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი კაილ ლოური გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი გასულ კვირას საშუალოდ 29.0 ქულას (თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 54.7 პროცენტი), 4.0 შედეგიან პასსა და 5.5 მოხსნას აგროვებდა. ლებრონმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 18 მარტს "ატლანტასთან" შეხვედრაში - 21 სროლიდან 16 ჩააგდო და 43 ქულა დააგროვა, მათ შორის 23 მესამე მეოთხედში. ჯეიმსი ამ სეზონში მეხუთედ გახდა კვირის საუკეთესო მოთამაშე.

დასავლეთში საუკეთესო ლოურიმ "ჰიუსტონს" ოთხიდან ოთხჯერ მოაგებინა. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 19.3 ქულას, 7.5 შედეგიან პასსა და 7.3 მოხსნას უდრიდა. ლოურიმ 20 მარტს "იუტას" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი.

ჯეიმსის კვირა
14 მარტი. მაიამი-სან ანტონიო 110:80. 21 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა.
16 მარტი. მაიამი-ოკლაჰომა 85:96. 19 ქულა, 8 მოხსნა.
18 მარტი. ატლანტა-მაიამი 85:106. 43 ქულა.
19 მარტი. მაიამი-დენვერი 103:98. 33 ქულა, 6 მოხსნა.

ლოურის კვირა
14 მარტი. ჰიუსტონი-ფინიქსი 95:93. 18 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
16 მარტი. ჰიუსტონი-შარლოტი 94:78. 11 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.
18 მარტი. ჰიუსტონი-ბოსტონი 93:77. 20 ქულა, 9 პასი.
20 მარტი. ჰიუსტონი-იუტა 110:108. 28 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას:
კრის ბოში ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო") და სამუელ დალემბერი ("საკრამენტო").


კლივლენდი-ორლანდო 86:97
15:30, 23:26, 20:24, 28:17
კ: ჰიქსონი (18+6 მოხსნა+3 დაფარება), გიბსონი (16+6 პასი), აიენგმა (12).
ო: ჰოვარდი (28+18 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), ბასი (22+6 მოხსნა), ანდერსონი (12+5 მოხსნა), რიჩარდსონი (11+3 ჩაჭრა).

ნიუ ჯერსი-ინდიანა 98:102
19:15, 25:25, 17:29, 37:33
ნ-ჯ: ლოპესი (20+3 დაფარება), გეინსი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფარმარი (14), ვუიაჩიჩი (14), მოროუ (12+6 მოხსნა).
ი: ჰიბერტი (24+5 მოხსნა+3 დაფარება), გრეინჯერი (20), კოლისონი (15+6 მოხსნა+12 პასი), მაკრობერტსი (14), რაში (10+7 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბოსტონი 86:96
25:22, 26:15, 18:26, 17:33
ნ-ი: ენტონი (22+5 მოხსნა), ბილაპსი (21), სტაუდმაიერი (16+11 მოხსნა), ტურიაფი (11+4 დაფარება).
ბ: გარნეტი (24+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), პირსი (21+6 მოხსნა), ალენი (15+8 მოხსნა), რონდო (13+12 პასი).

ჩიკაგო-საკრამენტო 132:92
34:28, 30:19, 34:25, 34:20
ჩ: როუზი (18+8 პასი), კორვერი (18), დენგი (17), ბუზერი (16+5 მოხსნა), ბოგანსი (15), ნოა (14+9 მოხსნა), აშიქი (14), უოტსონი (11+7 პასი+3 ჩაჭრა).
ს: ტორნტონი (25+3 ჩაჭრა), უდრიხი (13+5 მოხსნა+5 პასი), გარსია (12), კაზინსი (11+8 მოხსნა).

მემფისი-იუტა 103:85
29:21, 25:21, 26:23, 23:20
მ: რენდოლფი (19+13 მოხსნა+5 პასი), არტური (14+4 დაფარება), ალენი (12), გასოლი (11+6 მოხსნა), კონლი (11+11 პასი), მაიო (11), ჰადადი (10).
ი: მილსეპი (15+6 მოხსნა), ჯეფერსონი (12), მაილზი (10+5 მოხსნა).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 111:96
32:21, 22:24, 32:24, 25:27
ს-ა: ჯინობილი (28+3 ჩაჭრა), პარკერი (17+15 პასი), ნოვაკი (13+5 მოხსნა), ჯეფერსონი (12), სპლიტერი (10+14 მოხსნა+3 ჩაჭრა).
გ-ს: უდო (15+7 მოხსნა), რაიტი (14+6 მოხსნა), ლოუ (14), ლი (13+9 მოხსნა), ტორნტონი (10), ელისი (10).

დენვერი-ტორონტო 123:90
36:23, 36:21, 29:28, 22:18
დ: ლოუსონი (23+8 პასი), ნენე (18+7 მოხსნა), ჰარინგტონი (15+6 მოხსნა+6 პასი), ფორბსი (14), სმიტი (13+10 მოხსნა+8 პასი), ჩენდლერი (12+8 მოხსნა), მარტინი (11+5 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (20), დეროზანი (14), აჯინკა (11+9 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-ბოსტონი 69 50 19 72.5
2. y-ჩიკაგო 69 50 19 72.5
3. x-მაიამი* 70 48 22 68.6
4. x-ორლანდო 71 45 26 63.4
5. ატლანტა 70 40 30 57.1
7. ფილადელფია 70 36 34 51.4
6. ნიუ იორკი 70 35 35 50.0
8. ინდიანა 71 31 40 43.7
10. მილუოკი 69 28 41 40.6
9. შარლოტი 69 28 41 40.6
12. დეტროიტი 70 25 45 35.7
11. ნიუ ჯერსი 69 22 47 31.9
13. ტორონტო 70 20 50 28.6
14. ვაშინგტონი 68 17 51 25.0
15. კლივლენდი 69 13 56 18.8

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-სან ანტონიო* 70 57 13 81.4
2. x-დალასი 70 49 21 70.0
3. y-ლეიკერსი 70 50 20 71.4
4. ოკლაჰომა* 69 45 24 65.2
5. დენვერი 71 42 29 59.2
6. პორტლენდი 70 40 30 57.1
7. ნიუ ორლეანი 71 40 31 56.3
8. მემფისი 71 39 32 54.9
9. ჰიუსტონი 71 37 34 52.1
10. ფინიქსი 68 35 33 51.5
11. იუტა 71 36 35 50.7
12. გ. სტეიტი 71 30 41 42.3
13. კლიპერსი 71 27 44 38.0
15. საკრამენტო 69 17 52 24.6
14. მინესოტა 71 17 54 23.9

* - დივიზიონის ლიდერი, x - გავიდა პლეი ოფში, y - დივიზიონის ჩემპიონი

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 27.9
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.4
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 25.9
დუეინ უეიდი (მაი) 25.4
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 25.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.8
კობი ბრაიანტი (ლეი) 24.7
მონტა ელისი (გ-სტ) 24.2
დირკ ნოვიცკი (დალ) 23.3

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 14.3
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.6
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.0
პაუ გასოლი (ლეი) 10.2
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.2
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.7
დევიდ ლი (გ-სტე) 9.6
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.6
ელ ჯეფერსონი (იუტ) 9.6

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.5
სტივ ნეში (ფინ) 11.3
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 10.2
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.8
ხოსე კალდერონი (ტორ) 9.0
რეიმონდ ფელტონი (დენ) 8.7
ჯონ უოლი (ვაშ) 8.7
ჯეისონ კიდი (დალ) 8.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 7.8

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.5
რაჟონ რონდო (ბოს) 2.3
მონტა ელისი (გ-სტ) 2.2
მაიკ კონლი (მემ) 1.8
ტონი ალენი (მემ) 1.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8
რეიმონდ ფელტონი (დენ) 1.7

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.4
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.2
ელ ჯეფერსონი (იუტ) 2.0
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 1.9
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 1.9
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.9
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 1.9.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ,რომვფეხბურთის სამყაროს , არ ჰყოლია უფრო დიდი ფეხბურთელი ვიდრე მესია ! მარტო ამ მატში - 6 100 % - იანი საგოლე გადაცემა (რეალიზებულია 2) და რომ არა ნავასის ფანტასტიური თამაში , სასწაული ანგარიშით მოიგებდა ბარსელონა ! ცნობისთვის - რონალდუს ,რომელსაც ოქროს ბურთი გადასცეს , მესიზე და ნეიმარზე , ბევრად უარესი სტატისტიკური მონაცემი ჰქონდა ყველა პარამეტრში ( ვისაც არ გჯერავთ - ნახეთ ) დაკიდევ ის ფაქტი - რომ ჟურნალმა *მარკამ* ( რომელიც ცნობილია როგორც მადრიდის რეალის და მისი ფეხბურტელების გამპიარებელი) ესპანეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ლეო მესი , ყოველგვარ აზრს უკარგავს რონალდუს *ოქროს ბურთს* !
კახაბერი
19:48 24-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული