გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობა არ შეიმჩნეოდა, თუმცა რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა წარმატებით გადაიტანა მუხლზე ართროსკოპიული ოპერაცია. როგორც კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება, კალათბურთელს ყველაფერი წესრიგში აქვს და მზად იქნება 25 სექტემბრისთვის, როცა ჩემპიონი პირველ შეკრებას დაიწყებს.
"ამ მომენტისთვის ბრაიანტი ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ის მოასწრებს "ლეიკერსის" პირველი შეკრებისთვის სრულად გამოჯანმრთელებას", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ამასობაში, ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილმა "კლივლენდმა" ერთი უმნიშვნელო ტრანსფერი განახორციელა. "კავალერებმა" ესპანური "ხუვენტუდიდან"
გასულ სეზონში ეიენგამ ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 3.9 ქულა და 2.0 მოხსნა დააგროვა.
უცნაური ამბავი შეემთხვა NBA-ის ყოფილ მოთამაშეს, 34 წლის ლორენცენ რაიტს. კალათბურთელის დამ მემფისის პოლიციას თავისი ძმის გაუჩინარების შესახებ მიმართა. ბოლოს ლორენცენი სამი დღის წინ ნახეს. ჯერჯერობით ამ საქმეზე არც პოლიციას და არც რაიტის ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რაიტი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1996 წლიდან თამაშობდა. ის დრაფტის მეექვსე ნომერი იყო და დღემდე "კლიპერსის", "ატლანტას", "მემფისის", "საკრამენტოსა" და "კლივლენდის" შემადგენლობაში უთამაშია.
შეარაღებულმა მძარცველებმა "შარლოტ ბობკეტსის" ლიდერის სტივენ ჯექსონის სახლი გაქურდეს. თავად კალათბურთელი ამ დროს ტექსასში გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა.
ბანდიტებმა იარაღის მუქარით სააბაზანოში ჩაკეტეს ჯექსონის მეუღლე რენატა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, "ბობკეტსის" კალათბურთელის ცოლი არ დაზარალებულა. ამასთან, პოლიციამ სხვა წვრილმანის გამხელისგან თავი შეიკავა.
ლიგის ხელმძღვანელობამ ფულადი ჯარიმით დასაჯა "მინესოტა ტიმბერვულვზის" გენერალური მენეჯერი დევიდ კანი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ნარკოტიკული ნივთიერება ახსენა.
საქმე ისაა, რომ "მგლების" შეფმა თავისი გუნდის ერთ-ერთ ახალბედაზე - მაიკლ ბიზლიზე განაცხადა, რომ ეს მოთამაშე ადრეულ ასაკში მარიხუანას ეწეოდა, რადგან გამოუცდელი იყო. სწორედ ამ ნარკოტიკის ხსენებისთვის კანი და მისი კლუბი 50-50 ათას დოლარს გადაიხდიან.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლუკ უოტონმა, შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს 2010-11 წლების სეზონი. კალათბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს და ახლა ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს ქირურგიული ჩარევა. თუ ეს ასე არ მოხდა, უოლტონს ერთი სეზონი იძულებეთი დასვენება მოუწევს.