სენსაციების დღე: სეზონის სამმა ფავორიტმა წააგო

AutoSharing Option
უცნაურია, მაგრამ კარმელო ენტონის გადაბირების შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსის" საქმეები უკუღმა წავიდა. "ორლანდოსთან" გუშინდელ შეხვედრას მაიკ დ'ანტონის გუნდი ზედიზედ ექვსი წაგებით შეხვდა და ამ უიღბლო სერიის გათვალისწინებით აღმოსავლეთის ერთ-ერთი გრანდის დამარცხების პერსპექტივა მეტად ბუნდოვნად მოსჩანდა, მით უმეტეს, რომ "ნიქსის" მეტოქე აღნიშნულ შეხვედრას ხუთმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა.

ნიუიორკელებს მატჩის წინ სერიოზული განწყობა ჰქონდათ. საბოლოოდ "ნიქსმა" დიდხნიანი შესვენების შემდეგ მოახერხა მოგება, თუმცა ამაში მსაჯებიც დაეხმარნენ. მაგალითად, ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე, როცა "ნიუ იორკი" ერთი ქულით იყო წინ, არბიტრმა ტონი დუგლასის
ორქულიანი ჩათვალა, არადა დუაიტ ჰოვარდმა იმ დროს დაუფარა მეტოქეს, როცა ბურთს ჰაერში უმაღლესი წერტილისთვის არ მიეღწია. "მეჯიქმა" ხელები მაინც არ ჩამოუშვა - ჯეისონ რიჩარდსონმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

გადამწყვეტი გახდა ეპიზოდი დამატებითი დროის დასრულებამდე წუთითა და 17 წამით ადრე. 105:108-ზე რიჩარდსონმა კუთხიდან სამქულიანი ესროლა და ააცილა, მაგრამ ჰოვარდმა შეტევაში მოხსნა ბურთი და... მეექვსე პერსონალური მიიღო. გაბრაზებულმა "სუპერმენმა" ბურთი იატაკაზე დაახეთქა და ტექნიკური პერსონალური მიიღო, რომელიც ამ სეზონში რიგით მეშვიდმეტეა. შემდეგ არასპორტულ დარღვევას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

მიუხედავად ამისა, "ორლანდომ" კინაღამ გადაარჩინა უიმედო მატჩი. 51 წამით ადრე "ნიქსის" შეცდომის შემდეგ თურქოგლუ კონტრშეტევაში გაიქცა დ სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მსაჯებმა არ ჩათვალეს, რადგან მოედნის მეორე კუთხეში ჯარიმა მიიღო რიჩარდსონმა. წაქცეულმა ორლანდოელმა ფეხი გამოსდო კარმელო ენტონის. წესის დარღვევა მართლაც იყო, მაგრამ წამით ადრე ენტონიმ იგივე ილეთით შეაჩერა მეტოქე და ეს მსაჯებმა ვერ დაინახეს. ასე თუ ისე, ამ მომენტის შემდეგ სტუმრებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.

სხვათა შორის, გუშინ ამ ორ გუნდთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა Orlando Sentinel-მა. ამ ცნობის თანახმად, "ნიუ იორკი" თავისი ორი ვარსკვლავური ფორვარდიდან ერთ-ერთს - ამარე სტაუდმაიერს ან კარმელო ენტონის "ორლანდოს" გაუცვლის ცენტრ დუაიტ ჰოვარდში. ეს უკანასკნელი 2011-12 წლების სეზონის შემდეგ გახდება თავისუფალი აგენტი და მისი უკომპენსაციოდ დაკარგვის შიშით, "ორლანდოს" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მართლაც განიხილოს ნიუიორკელთა წინადადება.


* * *
გუშინ წააგო სეზონის სამმა ფავორიტმა. "ჩიკაგოს" ბოლო 13 თამაშიდან 12 მოგებული ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა "ფილადელფიასთან", თანაც საკუთარ მოედანზე, რაც 18 იანვრის შემდეგ არ მომხდარა. არადა, დერიკ როუზმა 31 ქულა დააგროვა, ხოლო მრისხანე დუეტმა კარლოს ბუზერისა და ჟოაკიმ ნოას შემადგენლობით ჯამში 25 ქულა, 21 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. მიუხედავად ამისა, დიდი შესვენებისთვის სტუმრების უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა.

"ჩიკაგო" სწორედ როუზმა დააღალატა. მან 10 შეცდომა დაუშვა და აქედან ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა - წუთითა და 50 წამით ადრე დერეკს ბურთი მოპარა უილიამსმა და "სიქსერზმა" უპირატესობა 10 ქულამდე აიყვანა.

გრძელდება "ბოსტონის" დაცემა. "კელტებს" შეეძლოთ ესარგებლათ "ჩიკაგოს" წაგებით და ამ გუნდთან ცხრილში ჩამორჩენა შეემცირებინათ, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მათ ვერ უშველათ რაჟონ რონდოს დაბრუნებამ, რომელმაც წინა შეხვედრა თითის ტრავმის გამო გამოტოვა.

თითქმის მთელი მატჩი ქულა ქულაში მიდიოდა, მაგრამ "სელტიქსმა" ბოლო მეოთხედი ჩააგდო - თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და მხოლოდ ოთხჯერ ზუსტად. ასეთი შედეგიანობით ფავორიტს მოგების შანსი არ ჰქონდა.

ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო "სან ანტონიომ", თუმცა ეს არავის გაკვირვებია, რადგან რეგულარულის ლიდერს ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი აკლდა, ამ ტრიოს გარეშე კი "სპურსი" სულ სხვა გუნდია.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა რევანში ვერ აუღო "პორტლენდს" სამი დღის წინ განცდილი მარცხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ჰილმა 27 ქულა დააგროვა, ხოლო მასპინძელმა მესამე მეოთხედი 21:9 მოიგო. "სპურსი" საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე შვიდი ქულით იგებდა, მაგრამ "ბლეიზერსმა" მონახა ძალა 17:2 გაქცევისთვის, რის შემდეგაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.


კვირის მოთამაშეები
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჰოვარდი გასულ კვირას  მოხსნების რაოდენობით (14.3) და თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის პროცენტით (71.1) პირველი იყო ლიგაში. "სუპერმენი" ამ სეზონში 50-ჯერ იყო თავის გუნდში საუკეთესო ქულების რაოდენობით და 65-ჯერ მოხსენების რაოდენობით. ჰოვარდს სეზონში 60 ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული. დუაიტი ამ სეზონში მეექვსედ გახდა კვირის საუკეთესო მოთამაშე.

დასავლეთში საუკეთესო ბრაიანტმა "ლეიკერსს" სამიდან სამჯერ მოაგებინა. მისი საშუალო შედეგიანობა 36.3 ქულას უდრიდა. კობიმ 22 მარტს "ფინიქსის" წინააღმდეგ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 42 ქულა დააგროვა და ამას 12 მოხსნა და 9 პასი დაუმატა. ეს ბრაიანტის კარიერაში 107-ე 40-ქულიანი მატჩი იყო.


ჰოვარდის კვირა
21 მარტი. კლივლენდი-ორლანდო 96:97. 28 ქულა, 18 მოხსნა, 4 დაფარება, 4 ჩაჭრა.
23 მარტი. ნიუ იორკი-ორლანდო 99:111. 33 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება.
25 მარტი. ორლანდო-ნიუ ჯერსი 99:85. 21 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა.

ბრაიანტის კვირა
22 მარტი. ლეიკერსი-ფინიქსი 139:137. 42 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი.
25 მარტი. ლეიკერსი-კლიპერსი 112:104. 37 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.
27 მარტი. ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 84:102. 30 ქულა, 5 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ტონი ალენი ("მემფისი"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), კრის ბოში ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") და მარკუს ტორნტონი ("საკრამენტო").


ინდიანა-ბოსტონი 107:100
27:33, 30:16, 24:36, 26:15
ი: ჰიბერტი (26), გრეინჯერი (18), კოლისონი (17), პრაისი (15).
ბ: პირსი (23+6 მოხსნა), რონდო (22+8 პასი), დევისი (20+5 მოხსნა), ალენი (11+5 პასი).

შარლოტი-მილუოკი 87:86
27:26, 18:20, 20:26, 22:14
შ: ჯექსონი (18+5 მოხსნა), ჰენდერსონი (16+5 მოხსნა), ოგუსტინი (10+8 პასი+5 მოხსნა), დიაო (10+8 პასი), კეროლი (10).
მ: ჯენინგსი (26+9 პასი+5 მოხსნა), ბოგუტი (26+9 მოხსნა), მბა ა მუტე (11+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ფილადელფია 85:97
13:27, 24:26, 27:16, 21:28
ჩ: როუზი (31+5 პასი), ბუზერი (15+9 მოხსნა), ნოა (10+13 მოხსნა), დენგი (10+9 მოხსნა).
ფ: იანგი (21+7 მოხსნა), იგუოდალა (19+7 მოხსნა+7 პასი), ჰოუესი (14), ბრენდი (13+9 მოხსნა), ჰოლიდეი (12+6 პასი), უილიამსი (10+7 პასი+7 მოხსნა).

სან ანტონიო-პორტლენდი 92:100
22:28, 29:30, 21:9, 20:33
ს-ა: ჰილი (27+6 პასი), სპლიტერი (14+9 მოხსნა).
პ: მილერი (26), მეტიუზი (19+5 მოხსნა), უოლასი (14+7 მოხსნა), როი (11), ბატუმი (10+13 მოხსნა).

იუტა-ვაშინგტონი 95:100 (ო)
21:16, 22:35, 20:22, 22:12, 10:15
ი: მაილზი (17), ჯეფერსონი (15+16 მოხსნა), უოტსონი (13+9 პასი+7 მოხსნა), ჰეივორდი (12), მილსეპი (12), ფეივორსი (11+10 მოხსნა).
ვ: უოლი (28+7 პასი+6 მოხსნა), კროუფორდი (25+5 მოხსნა), ევანსი (12), მაკგი (11+17 მოხსნა).

ნიუ იორკი-ორლანდო 113:106 (ო)
18:18, 30:26, 27:29, 25:27, 13:6
ნ-ი: ენტონი (39+10 მოხსნა), სტაუდმაიერი (20+9 მოხსნა), ბილაპსი (17+6 მოხსნა+6 პასი), დუგლასი (16).
ო: ჰოვარდი (28+18 მოხსნა), რიჩარდსონი (24), თურქოგლუ (18), ბასი (14+6 მოხსნა), ანდერსონი (10+6 მოხსნა), არენასი (9+10 მოხსნა+5 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-ბოსტონი 73 51 22 69.9
2. y-ჩიკაგო 73 53 20 72.6
3. x-მაიამი* 73 51 22 69.9
4. x-ორლანდო 74 47 27 63.5
5. x-ატლანტა 74 42 32 56.8
6. ფილადელფია 74 38 36 51.4
7. ნიუ იორკი 74 36 38 48.6
8. ინდიანა 75 33 42 44.0
9. შარლოტი 73 31 42 42.5
10. მილუოკი 73 29 44 39.7
11. დეტროიტი 73 26 47 35.6
12. ნიუ ჯერსი 72 23 49 31.9
13. ტორონტო 73 20 53 27.4
14. ვაშინგტონი 73 18 55 24.7
15. კლივლენდი 72 14 58 19.4

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-სან ანტონიო* 74 57 17 77.0
2. y-ლეიკერსი 73 53 20 72.6
3. x-დალასი 73 52 21 71.2
4. x-ოკლაჰომა* 72 48 24 66.7
5. დენვერი 73 44 29 60.3
6. პორტლენდი 74 43 31 58.1
7. ნიუ ორლეანი 74 42 32 56.8
8. მემფისი 74 41 33 55.4
9. ჰიუსტონი 73 38 35 52.1
10. ფინიქსი 72 36 36 50.0
11. იუტა 75 36 39 48.0
12. გ. სტეიტი 74 32 42 43.2
13. კლიპერსი 74 29 45 39.2
14. საკრამენტო 72 20 52 27.8
15. მინესოტა 74 17 57 23.0

* - დივიზიონის ლიდერი, x - გავიდა პლეი ოფში, y - დივიზიონის ჩემპიონი


ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 27.7
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.5
დუეინ უეიდი (მაი) 25.7
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 25.6
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 25.3
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.2
დერიკ როუზი (ჩიკ) 25.0
მონტა ელისი (გ-სტ) 24.3

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 14.3
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.4
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.0
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 10.3
პაუ გასოლი (ლეი) 10.3
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.7
ელ ჯეფერსონი (იუტ) 9.7

პასი
სტივ ნეში (ფინ) 11.4
რაჟონ რონდო (ბოს) 11.3
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 10.2
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.8
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.9
ჯონ უოლი (ვაშ) 8.6
რეიმონდ ფელტონი (დენ) 8.6
ჯეისონ კიდი (დალ) 8.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.3
დერიკ როუზი (ჩიკ) 7.9

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.4
რაჟონ რონდო (ბოს) 2.3
მონტა ელისი (გ-სტ) 2.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8
მაიკ კონლი (მემ) 1.8
ტონი ალენი (მემ) 1.8
რეიმონდ ფელტონი (დენ) 1.7
ჯეისონ კიდი (დალ) 1.6
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.6
ტრევორ არიზა (ნ-ორლ) 1.6

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.4
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.3
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.1
ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 1.9
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 1.9
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 1.9.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული