სასტიკი შურისძიება

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ ამ სეზონს წარმატებული უწოდონ. მერე რა, რომ ეს გუნდი ბოლო ადგილზეა რეგულარულ ჩემპიონატში, სამაგიეროდ ადგილობრივმა კლუბმა თავისი ყოფილი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ახალ სახლში - მაიამიში დამარცხებული გაუშვა.

შურისძიება სასტიკი გამოვიდა - 48 წუთის განმავლობაში "მაიამი" ერთხელაც ვერ გავიდა წინ! მთელი მატჩი ისეთი შეგრძნება იყო, რომ სულ ცოტაც და სტუმრები საბოლოოდ შეძლებდნენ თამაშში გარდატეხის შეტანასა და დაგეგმილი გამარჯვების მოპოვებას. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა - "კლივლენდი" თითქმის ყველა ბურთს აგდებდა კალათში.

"ჰიტის" მარცხის მიზეზი ფარქვეშ ცუდი თამაში
გახდა: მოხსნების მხრივ ანგარიში იყო 44:30 "კლივლენდის" სასარგებლოდ. "მაიამის" ვერ უშველა ლებრონ ჯეიმსის რიგით 31-ე სამმაგმა დუბლმა (27 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა), დუეინ უეიდის უნივერსალიზმმა (24 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება) და მაიკ ბიბის სნაიპერულმა თვისებებმა (11-დან 7 გამოყენებული სამქულიანი).

მესამე მეოთხედის სტარტზე "კლივლენდმა" თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, როცა ჰიქსონის, გისა და პარკერის მონდომებით 18:0 გაქცევა მოაწყო და 23 ქულით დაწინაურდა. მაგრამ "მაიამი" იმით არის ცნობილი, რომ უიმედო სიტუაციებშიც არ ნებდება. 332 წამში საპასუხო სპურტი არანაკლებ შთამბეჭდავი გამოდგა - 25:4. და გუნდებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ.

დარჩენილ შვიდ წუთში "ჰიტის" მხრიდან მხოლოდ ჯეიმსი აგროვებდა ქულებს, ოღონდ ამას არასტაბილურად აკეთებდა და ამიტომაც "კლივლენდი" ისევ სოლიდური სხვაობით გავიდა წინ - 12 ქულა სირენამდე ორი წუთითა და 45 წამით ადრე. მასპინძლებმა ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და სეზონში ყველაზე პრინციპულ გამარჯვებას მიაღწიეს.


* * *
როგორც ჩანს, გუშინდელი წაგებით "ფინიქსმა" პლეი ოფში მოხვედრის ბოლო შანსი დაკარგა. "სანზის" ლიდერმა სტივ ნეშმა 14 შედეგიანი პასი მიითვალა, მაგრამ თამაშიდან 35-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, თუმცა, წესით, ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო დასავლეთის აუთსაიდერის - "საკრამენტოს" დასამარცხებლად. თამაშის დასრულებამდე 8 წუთითა და 51 წამით ადრე "ფინიქსი" 102:93-ს იგებდა და ვალდებული იყო მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანა, მაგრამ "კინგზს" ამასთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა.

ჯეისონ ტომპსონმა საშუალო მანძილიდან ჩააგდო, ტაირიკ ევანსმა ერთ შეტევაში სამი ქულა აიღო, ომრი კასპიმ აარონ ბრუქსს მოპარა ბურთი და ჩატენვით დაასრულა იერიში, მანვე სამი შედეგიანი პასი დაურიგა პარტნიორებს და მალე ტაბლოზე "საკრამენტოს" ორქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა. ბოლო ორი წუთი ნერვების თამაში გახდა. ამას უფრო იოლად მასპინძლები გაუმკლავდნენ და მათ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს.


კლივლენდი-მაიამი 102:90
24:24, 29:18, 22:28, 27:20
კ: ჰიქსონი (21+12 მოხსნა), პარკერი (20+7 მოხსნა), ჰოლინზი (13+3 დაფარება), სეშენსი (11+6 მოხსნა+6 პასი), დევისი (13+7 პასი).
მ: ჯეიმსი (27+10 მოხსნა+12 პასი), უეიდი (24+6 პასი+3 ჩაჭრა), ბიბი (23), ბოში (10).

ნიუ ჯერსი-ჰიუსტონი 87:112
21:34, 22:27, 20:22, 24:29
ნ-ჯ: ლოპესი (22+7 მოხსნა+3 დაფარება), ფარმარი (12+7 პასი), ვუიაჩიჩი (11), ჰემფრიზი (6+13 მოხსნა), უზო (10).
ჰ: მარტინი (20), ლოური (16+7 მოხსნა+10 პასი), პატერსონი (13+8 მოხსნა), დრაგიჩი (13), ჰილი (11+8 მოხსნა), ბადინგერი (10), ჰეიესი (8+14 მოხსნა).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 115:114 (ო)
25:29, 33:21, 20:27, 28:29, 9:8
ო: დურანტი (39+6 მოხსნა+5 პასი), იბაკა (19+8 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (15+8 მოხსნა+9 პასი), ჰარდენი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
გ-ს: კარი (35+6 მოხსნა+5 პასი), ლი (24+15 მოხსნა), ელისი (20+11 პასი+3 ჩაჭრა), უდო (12+6 მოხსნა), უილიამსი (10), რაიტი (7+10 მოხსნა).

საკრამენტო-ფინიქსი 116:113
30:34, 29:27, 26:32, 31:20
ს: ტორნტონი (24+11 მოხსნა), უდრიხი (19+5 პასი), გრინი (18), კაზინსი (17+7 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (14+10 მოხსნა), ევანსი (11+10 მოხსნა+8 პასი).
ფ: ფრაი (21+9 მოხსნა), დადლი (21+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), გორტატი (17+11 მოხსნა), ჰილი (15), ნეში (13+14 პასი), ჩილდრესი (10).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული