ჩხუბი ვაშინგტონში

AutoSharing Option

რეგულარული ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში "ვაშინგტონ უიზარდსა" და "მაიამი ჰიტს" შორის სერიოზული ჩხუბი ატყდა. საქმის გარჩევის შემდეგ მსაჯებმა სამი კალათბურთელი გააძევეს მოედნიდან - "ვაშინგტონიდან" ჯონ უოლი, "მაიამის მხრიდან" ჟიდრუნას ილგაუსკასი და ჯუვან ჰოვარდი.

მეორე მეოთხედის მსვლელობისას ილგაუსკასმა სახეში იდაყვი ჩაარტყა უოლს, რასაც დედაქალაქელმა ნეკნებში დარტყმით უპასუხა. ამის შემდეგ დაიწყო მასიური ჩხუბი, რომლის დროსაც მოედანზე გამოცვივდნენ ორივე გუნდის მწვრთნელები. არბიტრებმა დიდი გაჭირვებით ჩააცხრეს კონფლიქტი.

მატჩი "მაიამის" გამარჯვებით დასრულდა - 123:107. "მაიამის" "დიდმა ტრიომ" - ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა ბოლო
სამ მატჩში მეორედ მოიპოვეს 94 ქულა.

"ჰიტი" მესამე ადგილზეა აღმოსავლეთი კონფერენციის ცხრილში, "ვაშინგტონი" - ბოლოწინაზე და უკვე დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის ნებისმიერი შანსი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული