"სპურსის" ლიდერობას წყალი შეუდგა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსს" აღარაფერი შველის. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი მორიგ ტურში უკვე სამივე ლიდერით (გუნდს დაუბრუნდა მანუ ჯინობილი) დაუპირისპირდა "ჰიუსტონს", მაგრამ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მაინც წააგო.

ასეთი უიღბლო სერია "სპურსს" ბოლო 14 (!) წელია არ ჰქონია. რაც მთავარია, ეს წარუმატებელი მონაკვეთი ჩემპიონატის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდს დაემთხვა, როცა რეგულარული სეზონის გამარჯვებული ირკვევა. ცოტა ხნის წინ "სან ანტონიოს" პირველობას თითქოს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ახლა გრეგ პოპოვიჩის გუნდს "ლეიკერსი" წამოეწია, რომელმაც "ოლ სტარის" უქმეების შემდეგ ფანტასტიკური ტემპი აკრიფა. ასევე ახლოა "სპურსთან" აღმოსავლეთის ლიდერი "ჩიკაგო".

ტექსასურ დერბიში "ჰიუსტონსაც" აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, რადგან ეს გუნდი მერვე ადგილზე გასასვლელად, რეგულარულის ბოლო ტურამდე იბრძოლებს. მთავარი მოვლენები მატჩის ბოლოს განვითარდა. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 40 წამით ადრე "სპურსი" სამი ქულით ლიდერობდა და ყველაფერი მის ხელში იყო. ასეთი გამოცდილი გუნდისთვის ეს მხოლოდ ერთს - გამარჯვებას ნიშნავდა. მაგრამ კორტნი ლიმ  ჯორჯ ჰილის პასი ჩაჭრა და სწრაფ გარღვევაში ჩააგდო. ამას მოჰყვა დანკანის ორქულიანი, თანაც ჰეიესის პერსონალურთან ერთად, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ჰიუსტონელმა სროლამდე დაარღვია წესი და ტიმი საჯარიმოს ხაზზე დააყენეს - იმის ნაცვლად, რომ სამი ქულა აეღო ერთ შეტევაში, მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო - 108:106.

კაილ ლოურიმ საშუალო მანძილიდან 3.9 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში, ჯინობილიმ კი ჩააგდო საპასუხო შეტევაში, მაგრამ დრო გასული იყო და ოვერტაიმი დაინიშნა. აქ კი ფავორიტს ძალები გამოელია. ბონერისა და პარკერის აცილებული სამქულიანებისა და ჯინობილის შეცდომის შემდეგ, "ჰიუსტონი" ბოლო შეტევას სამქულიანი უპირატესრობით იწყებდა. პოპოვიჩმა თავის შეგირდებს პერსონალურის აღებისკენ მოუწოდა, მაგრამ მხოლოდ 7.5 წამით ადრე შეისმინეს მასპინძლებმა მწვრთნელის მოწოდება, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო. განრისხებულმა პოპოვიჩმა ისე მოიქნია თავისი პლანშეტი, რომ კინაღამ ტრავმა მიაყენა თავის ერთ-ერთ ასისტენტს.


* * *
"ლეიკერსი" კი, როგორც გითხარით, აგრძელებს გამარჯვებათა სერიას. ჩემპიონი ერთ დროს მრისხანე "იუტას" სტუმრობდა. კალიფორნიელებმა პირველი ტაიმი დათმეს, მაგრამ სულ მალე 18:4 გაქცევის ხარჯზე გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი (21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი) ამ გაქცევაში მონაწილეობას თითქმის არ იღებდა - მისი წვლილი 4 ქულა და ერთი შედეგიანი პასი იყო. მის გარეშეც სხვა მოთამაშეებმა დაასრულეს საქმე - ბინუმმა, ფიშერმა, ბრაუნმა, ბლეიკმა, გასოლმა და ოდომმა რიგრიგობით აიღეს მეტოქის ფარი და ყველას დაანახეს, რომ მოახლოებული პლეი ოფის წინ ჩემპიონს ყველაფერი წესრიგში აქვს.


* * *
ასევე კარგ ფორმაშია პლეი ოფის წინ "მაიამის" "დიდი ტრიო". შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებში ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უიედმა და კრის ბოშმა ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენეს, მაგალითად, ორ მატჩში ისინი თავიანთ გუნდს 94-94 ქულით დაეხმარნენ. ამჯერად "მინესოტას" წინააღმდეგ მათი მონაგარი "მხოლოდ" 83 ქულა იყო. ყველაზე ნაყოფიერი იყო ლებრონი, რომელმაც 27 ქულით, 10 პასით, 6 მოხსნითა და 3 ჩაჭრით დატოვა მოედანი. ბევრით არ ჩამორჩენია მას უეიდი - 32 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, კრის ბოში კი ამჯერად ორმაგი დუბლით შემოიფარგლა - 24 ქულა და 11 მოსხნა.


მარტის ლაურეატები
ამ უქმეებზე ასოციაციის ხელმძღვანელობამ მარტის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ლიგამ მიიჩნია, რომ გასულ თვეს სხვებზე უკეთ ითამაშეს "ჩიკაგოს" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა და "ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა - ისინი შესაბამისად აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციის ლაურეატები გახდნენ.

როუზმა თავის გუნდს 16-დან 13 მატჩი მოაგებინა. მან 42 ქულა დააგროვა "ინდიანას" წინააღმდეგ და 17 პასი დაარიგა "მილუოკისთან" მატჩში. რაც შეეხება ბრაიანტს, მარტში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მისი საშუალო სტატისტიკური მონაგარი 25.8 ქულას, 4.8 მოხსნას და 4.4 შედეგიან გადაცემას უდრიდა. მათ გარდა მარტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: კაილ ლოური ("ჰიუსტონი"), კრის ბოში, ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი (ყველა - "მაიამი"), კრის ჰემფრიზი ("ნიუ ჯერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰოლა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო"), ანდრე იგუოდალა ("ფილადელფია") და მარკუს ტორნტონი ("საკრამენტო").

სხვათა შორის, მარტის საუკეთესო მწვრთნელები როუზისა და ბრიანტის დამრიგებელები გახდნენ - ტომ ტიბოდო და ფილ ჯექსონი.


1 აპრილი
ინდიანა-მილუოკი 89:88
14:22, 32:17, 23:21, 20:28
ი: გრეინჯერი (17), ჰიბერტი (15+11 მოხსნა), რაში (12), ჰენსბრო (11+7 მოხსნა), კოლისონი (11+7 პასი).
მ: ჯენინგსი (20+7 მოხსნა), ბოგუტი (16+6 მოხსნა), მაგეტი (13), მბა ა მუტე (10+7 მოხსნა), გუდენი (8+10 მოხსნა).

ორლანდო-შარლოტი 89:77
23:17, 26:22, 21:21, 19:17
ო: ჰოვარდი (26+14 მოხსნა), ნელსონი (15+6 პასი), კ. რიჩარდსონი (14), თურქოგლუ (12+7 პასი), ბასი (12).
შ: კანინგემი (21+7 მოხსნა), ოგუსტინი (19+6 პასი), ჰენდერსონი (11+7 მოხსნა+5 პასი), ბრაუნი (6+11 მოხსნა).

ფილადელფია-ნიუ ჯერსი 115:90
29:21, 31:22, 34:22, 21:25
ფ: იანგი (22), ბრენდი (21+7 მოხსნა), ჰოლიდეი (17+7 პასი), იგუოდალა (14+7 პასი), უილიამსი (13+5 პასი).
ნ-ჯ: რაიტი (15+11 მოხსნა), უესტი (13), ლოპესი (11), ვუაიჩიჩი (10).

ვაშინგტონი-კლივლენდი 115:107
29:26, 23:31, 31:25, 32:25
ვ: ბლეტჩი (36+19 მოხსნა), მაკგი (25+8 მოხსნა), კროუფორდი (21+11 პასი+10 მოხსნა), ჯეფერსი (13).
კ: სეშენსი (26), ჰიქსონი (21+10 მოხსნა), ჰარანგოდი (12+8 მოხსნა), ჰოლინზი (12), ჯი (12), დევისი (10+11 პასი).

დეტროიტი-ჩიკაგო 96:101
21:31, 26:27, 25:22, 24:21
დ: ჰემილტონი (30), პრინსი (17+6 პასი), ბინუმი (12).
ჩ: როუზი (27+7 პასი), ბუზერი (22+8 მოხსნა+7 პასი), დენგი (15).

ატლანტა-ბოსტონი 88:83
23:21, 21:31, 18:16, 26:15
ა: კროუფორდი (20), ჯონსონი (19), ჰორფორდი (16+15 მოხსნა), ფაჩულია (15+10 მოხსნა).
ბ: პირსი (25+8 მოხსნა), რონდო (13+10 მოხსნა+5 პასი), ალენი (11), გარნეტი (10+10 მოხსნა+5 პასი), უესტი (10+5 პასი).

ნიუ ორლეანი-მემფისი 81:93
12:23, 26:28, 23:20, 20:22
ნ-ო: ლენდრი (19), ბელინელი (14), არიზა (12), ოკაფორი (6+10 მოხსნა), პოლი (5+13 პასი).
მ: რენდოლფი (28+10 მოხსნა+7 პასი), ალენი (17), გასოლი (13+10 მოხსნა), მაიო (13), კონლი (10+7 პასი).

მინესოტა-მაიამი 92:111
20:30, 32:21, 20:34, 20:26
მინ: უებსტერი (22), ლავი (18+7 მოხსნა), რიდნური (14+9 პასი), ბიზლი (13).
მაი: უეიდი (32), ჯეიმსი (27+10 პასი), ბოში (24+11 მოხსნა).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 119:114 (ო)
31:27, 33:29, 23:29, 21:23, 11:6
ჰ: მარტინი (33), სკოლა (21+14 მოხსნა+6 პასი), ლოური (14+5 პასი), ლი (12), ბადინგერი (12), პატერსონი (12), ჰეიესი (10+12 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (31+6 პასი), დანკანი (23+13 მოხსნა), ჯინობილი (23+7 მოხსნა+6 პასი), ნილი (10).

ფინიქსი-კლიპერსი 111:98
25:23, 32:21, 31:26, 23:28
ფ: ჰილი (19), უორიკი (17+10 მოხსნა), დადლი (16+7 მოხსნა+5 პასი), ბრუქსი (12+6 პასი), გორტატი (10+11 მოხსნა).
კ: გორდონი (21), გრიფინი (20+13 მოხსნა), კუკი (10), ფოიე (10).

პორტლენდი-ოკლაჰომა 98:91
20:30, 33:29, 25:11, 20:21
პ: ოლდრიჯი (32+8 მოხსნა), ბატუ (19), მილერი (13+7 პასი), უოლასი (13).
ო: დურანტი (25+11 მოხსნა), ჰარდენი (21), უესტბრუკი (16+9 მოხსნა+6 პასი).

საკრამენტო-დენვერი 90:99
28:21, 23:27, 16:31, 23:20
ს: გარსია (17), ევანსი (13), ტორნტონი (11+7 მოხსნა+5 პასი), უდრიხი (11), ტომპსონი (11), დალემბერი (10+12 მოხსნა), კაზინსი (10+8 მოხსნა+5 პასი).
დ: ფელტონი (17), მარტინი (14), ნენე (12+12 მოხსნა+6 პასი), აფლალო (11), სმიტი (10), ანდერსენი (10).

იუტა-ლეიკერსი 85:96
28:22, 20:20, 16:29, 21:25
ი: მაილზი (24), ჯეფერსონი (17+10 მოხსნა+5 პასი), მილსეპი (16).
ლ: ბრაიანტი (21), გასოლი (16+9 მოხსნა), ოდომი (16+7 მოხსნა), ფიშერი (15), ბინუმი (11).


2 აპრილი
ჩიკაგო-ტორონტო 113:106
25:19, 28:24, 30:32, 30:31
ჩ: როუზი (36+10 პასი), ბუზერი (18+10 მოხსნა), დენგი (17), გიბსონი (15+9 მოხსნა), კორვერი (10).
ტ: ბეილესი (26+8 პასი), დეროზანი (26), ბარბოზა (18), დევისი (17+11 მოხსნა), ჯონსონი (12).

მემფისი-მინესოტა 106:89
29:20, 27:24, 17:20, 33:25
მემ: რენდოლფი (22+8 მოხსნა), მაიო (20), ალენი (12), პოუ (11), გასოლი (10+9 მოხსნა).
მინ: ბიზლი (20), რიდნური (17), პეკოვიჩი (14), უებსტერი (12), ტოლივერი (12).

მილუოკი-ფილადელფია 93:87 (ო)
20:30, 19:18, 22:13, 18:18, 14:8
მ: სალმონსი (19+8 პასი), ჯენინგსი (13), გუდენი (12+12 მოხსნა), მბა ა მუტე (12), ბოგუტი (10+11 მოხსნა).
ფ: ბრენდი (20+12 მოხსნა), ჰოლიდეი (15+10 პასი), იანგი (14), მიქსი (13), ჰეიესი (12+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-დალასი 99:92
28:29, 20:21, 24:17, 27:25
გ-ს: ელისი (32+5 პასი), ლი (16+8 მოხსნა), რაიტი (13), ტორნტონი (12+9 მოხსნა), კარი (12+8 პასი), ამუნდსონი (8+10 მოხსნა).
დ: მერიონი (21+8 მოხსნა), ტერი (17+5 პასი), ნოვიცკი (16), ბარეა (13+11 პასი), ჩენდლერი (12+7 მოხსნა).

კლიპერსი-ოკლაჰომა 98:92
15:22, 22:27, 31:22, 30:21
კ: გრიფინი (26+16 მოხსნა), გორდონი (18+5 პასი), სმიტი (14), ჯორდანი (12+10 მოხსნა), ფოიე (11).
ო: დურანტი (23), ჰარდენი (14), იბაკა (11).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული