გასოლი წესრიგშია

AutoSharing Option
მოახლოებული პლეი ოფის წინ ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის დაკარგვას გადაურჩა ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელს ლეიკერსი".

"დენვერთან" ბოლო ტურის მატჩში ესპანელი პაუ გასოლი ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ნენე ილარიოს შეეჯახა, რის შემდეგაც მოედანის დატოვება მოუწია. გასოლმა მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შეძლო მოედანზე დაბრუნება.

გუშინ ესპანელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და "ლეიკერსის" ხელმძღვანელთა და გულშემატკივართა გასახარად, პაუს დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. ასე რომ, გასოლი ჩემპიონს უახლოეს მატჩში დაეხმარება.

წელს ესპანელი ლეგიონერის საშუალო მონაგარი 18.9 ქულასა და 10.2 მოხსნას შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული