ლებრონ ჯეიმსი ლეგენდებში გაერია

AutoSharing Option
კიდევ ორი ქულა და "მაიამი ჰიტის" ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის მონაგარი ამ სეზონში ორი ათას ქულას გადააჭარბებს. შესაბამისად, ეს იქნება ზედიზედ მეშვიდე რეგულარული, როცა NBA-ის სუპერვარსკვლავის სტატისტიკა ორი ათასს ქულას გადააჭარბებს. ადრე ასეთი რამ ასოციაციის ისტორიაში შვიდმა კალათბურთელმა შეძლო.

ჯეიმსი ამ სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იქნება. ოსკარ რობერტსონი მასზე ორი წლით უფროსი იყო, როცა 28 წლის ასაკში თავისი მეშვიდე ორიათასიანი სეზონი ჩაატარა.

შვიდივე კალათბურთელი - რობერტსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, უილტ ჩემბერლენი, ალექს ინგლიში, მაიკლ ჯორდანი, კარლ მელოუნი და დომინიკ უილკინსი - დიდების
დარბაზშია შესული.

სხვათა შორის ამ ჯგუფში მოხვედრის კანდიდატია "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. მიმდინარე რეგულარულის დარჩენილ ექვს შეხვედრაში მას 85 ქულა დასჭირდება 2000 ქულის მოსაგროვებლად და კობიც მეშვიდედ გადალახავს სეზონში ამ დიდოსტატურ ზღვარს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული