ქველმოქმედი მილიჩიჩი

AutoSharing Option

"მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრი დარკო მილიჩიჩი აუქციონზე გაიტანს თავის საჩემპიონო ბეჭედს, რომელიც 2004 წელს "დეტროიტის" შემადგენლობაში მოიპოვა. მიღებულ თანხას სერბი ბატენის (ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც სიბრმავით ხასიათდება და ფატალური შედეგით სრულდება) დაავადების მქონე ბავშვების ფონდში გადარიცხავს.

"რა თანხაც არ უნდა გამოვიმუშავო, ის კეთილ საქმეს მოხმარდება. ამ დაავადების მკურნალობა უდიდეს თანხებს მოითხოვს და ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს. ბეჭედი კი ერთი უბრალო ნივთია და თუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, მზად ვარ მის დასათმობად. სინამდვილეში აუქციონის
ჩატარების იდეა რონ არტესტმა მომაწოდა. მან კარგი სამუშაო ჩაატარა და მეც შევეცდები რაღაც დახმარება გავუწიო გაჭირვებულ ბაშვებს", - განაცხადა მილიჩიჩმა.

შეგასენებთ, რომ რონ არტესტმა შარშან "ლეიკერსის" შემადგენლობაში მოპოვებული ბეჭედი ასევე საქველმოქმედო მიზნით გაყიდა აუქციონზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული