ლეგენდარული ჯორდანის ეპოქა დაბრუნდა

AutoSharing Option
დასავლეთის შემდეგ გაირკვა პირველი გუნდი აღმოსავლეთში. "ჩიკაგომ" სტუმრად დაამარცხა "კლივლენდი" და გაინაღდა თავის კონფერენციაში განთესვის პირველი ნომერი. "ხარებმა" არ შეიმჩნიეს "კავალერების" წინააღმდეგობა და მეტოქეს მხოლოდ ერთხელ - მესამე მეოთხედში მისცეს სამი ქულით მიახლოების საშუალება.

სტუმრების დომინირება უდიდესი იყო, რამაც ტომ ტიბოდოს განაცხადში შეყვანილი ყველა მოთამაშის გამოყენების საშუალება მისცა. ამ მწვრთნელის დამსახურება ცალკე უნდა გამოვყოთ: მან პირველი სეზონი ჩაატარა NBA-ის მთავარი მწვრთნელის რანგში და მაშინვე ასეთ მაღალ შედეგს მიაღწია. შემთხვევითი არ არის, რომ მატჩის შემდეგ მისი მისამართით უამრავი ქება და მადლობა
გაისმა. "ტიბსი - ნამდვილი მამაკაცია! ის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად წლის საუკეთესო მწვრთნელია!" - განაცხადა დერიკ როუზმა, რომელსაც ამ სეზონში MVP-ის ტიტულს უწინასწარმეტყველებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ჩიკაგო" ბოლოს აღმოსავლეთის ჩემპიონი 1997-98 წლების სეზონში გახდა - ის იყო ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის ბოლო სეზონი კარიერაში.


დეტროიტის ახალი მფლობელი
როგორც ჩანს, "დეტროიტ პისტონზის" ყოფილი მფლობელის ქვრივმა საბოლოოდ მოაგვარა კლუბის გაყიდვის საკითხი. სახელოვანი გუნდის ახალი მეპატრონე მილიარდერი ტომ გოურსი გახდება, რომელსაც 153-ე ადგილი უჭირავს ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში (2010 წელს "ფორბსმა" მისი ქონება 2.4 მილიარდ დოლარად შეაფასა). გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ცნობილია, რომ საკუთარი საკალათბურთო გუნდის გარდა, გოურსის მფლობელობაში გადავა არენა Palace of Auburn Hills და საკონცერტო დარბაზი - DTE Energy.

ცნობისთვის, 46 წლის გოურსი საკმაოდ კოლორიტული ფიგურაა. დედით ლიბანელი და მამით ბერძენი ისრაელშია დაბადებული. დაამთავრა "მიჩიგან სტეიტის" უნივერსიტეტი, სადაც ფეხბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა. როგორც ჩანს, "დეტროიტ პისტონზი" მისთვის უბრალოდ მორიგი ინვესტიციაა. ამ გარიგებას ლიგა უახლოეს ხანში დაამტკიცებს.


კობიმ ფილის შემცვლელი დაასახელა
რა თქმა უნდა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალი მწვრთნელის დანიშვნა გუნდის ლიდერის, კობი ბრაიანტის პრეროგატივა არ არის, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა აუცილებლად მოუსმენს NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის აზრს, მით უმეტეს, კობის რთული ხასიათიდან გამომდინარე. გუშინ "შავმა მამბამ" თავისი მოსაზრება ყველას გასაგონად გაახმოვანა. ფილ ჯექსონის წასვლის შემდეგ (დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს 2010-11 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება) კობის სურს "ლეიკერსი" მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ჯექსონის ამჟამინდელმა ასისტენტმა ბრაიან შუმ ჩაიბაროს. ვნახოთ რას იტყვის ამასთან დაკავშირებით გუნდის მფლობელი ჯერი ბასი. ჯერჯერობით მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ასე რომ, ფილ ჯექსონის წასვლის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ სამი ვეტერანი მწვრთნელი დარჩება: ჯორჯ კარლი ("დენვერი"), გრეგ პოპოვიჩი ("სან ანტონიო") და დაგ კოლინზი ("ფილადელფია). "არ მიყვარს, როცა ეს ბიჭები ლიგიდან მიდიან. ამ დროს ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

"სპურსის" დამრიგებელმა "ამ ბიჭებში" იგულისხმა NBA-ის ლეგენდარული მწვრთნელები, რომლებმაც წელს ნაადრევად დაასრულეს სეზონი: დონ ნელსონი, ლარი ბრაუნი და ჯერი სლოუნი.
კიდევ ერთი ვეტერანის - რიკ ადელმანის ბედი ზაფხულში გადაწყდება, თუმცა მას არაერთხელ უთქვამს, რომ პენსიაში გასვლა უნდა.


ტრავმები
2010-11 წლების რეგულარული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ლიგის რამდენიმე ვარსკვლავმა უკვე დაამთავრა სეზონი და ძველი ტრავმების მკურნალობა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ამბავი იმ კალათბურთელებს ეხება, რომელთა გუნდებმა დაკარგეს პლეი ოფში გასვლის შანსი. მაგალითად, შაბათს საღამოს გამოცხადდა, რომ "მილუოკისა" და "ნიუ ჯერსის" გულშემატკივრები მოედანზე ვეღარ იხილავენ თავიანთ საყვარელ მოთამაშეებს - ენდრიუ ბოგუტსა და დერონ უილიამსს. "ბაქსის" ცენტრმა იდაყვზე ართროსკოპიული ოპერაცია უნდა გაიკეთოს, "ნეტსის" პლეიმეიკერი კი ქირურგებს მაჯის ტრავმის სამკურნალოდ მიაკითხავს. ასე რომ, ენდრიუსა და დერონს შემოდგომამდე ვემშვიდობებით.


8 აპრილი
ინდიანა-ატლანტა 114:102
33:26, 23:24, 26:21, 32:31
ი: გრეინჯერი (28+7 მოხსნა), კოლისონი (16+10 პასი), ჰიბერტი (14+11 მოხსნა), ჰენსბრო (13).
ა: ტიგი (21), ჯონსონი (17), კროუფორდი (13), ფაჩულია (10+11 მოხსნა), ჰორფორდი (10).

ნიუ ჯერსი-ნიუ იორკი 93:116
31:36, 20:32, 21:28, 21:20
ნ-ჯ: ლოპესი (27), აუთლო (16), ვუიაჩიჩი (13), გრემი (12), ფარმარი (6+9 პასი+8 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (25+14 მოხსნა), ბილაპსი (22+4 პასი), უილიამსი (10), დუგლასი (10+9 პასი), უოკერი (10).

ფილადელფია-ტორონტო 98:93
28:18, 26:24, 19:30, 25:21
ფ: ბრენდი (22+8 მოხსნა), იანგი (20), ჰოლიდეი (13+11 პასი), იგუოდალა (16+3 პასი).
ტ: დეროზანი (27), ბეილესი (24+8 პასი), დევისი (14+10 მოხსნა), ევანსი (8+15 მოხსნა).

ბოსტონი-ვაშინგტონი 104:88
28:23, 31:33, 24:19, 21:13
ბ: პირსი (22+12 მოხსნა), რონდო (20+14 პასი), კრსტიჩი (17), გარნეტი (15+11 მოხსნა), ალენი (13).
ვ: ბლეტჩი (20+10 მოხსნა), უოლი (20+7 პასი+5 ჩაჭრა), კროუფორდი (19), მაკგი (15+10 მოხსნა).

კლივლენდი-ჩიკაგო 82:93
26:29, 20:25, 17:24, 19:15
კ: ჰიქსონი (22+15 მოხსნა), გიბსონი (14), სეშენსი (13), გი (11), დევისი (10+6 პასი).
ჩ: ბუზერი (24+11 მოხსნა), ბრიუერი (12), ნოა (11+8 მოხსნა), როუზი (11+8 პასი).

დეტროიტი-მილუოკი 110:100
26:21, 29:30, 29:23, 26:26
დ: უილკოქსი (27+13 მოხსნა), სტაკი (22), პრინსი (16+7 მოხსნა), მონრო (11+8 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (31), ილიასოვა (18), გუდენი (12), სელმონსი (10).

მაიამი-შარლოტი 112:103
31:25, 24:19, 28:25, 29:34
მ: ბოში (27+10 მოხსნა), უეიდი (27), ჯეიმსი (23+9 პასი+7 მოხსნა), ილგაუსკასი (10).
შ: ბრაუნი (23+13 მოხსნა), ტემპლი (17), უაიტი (13+8 მოხსნა), მაკგუაიერი (10), ოგუსტინი (11), დიაო (11).

ნიუ ორლეანი-ფინიქსი 109:97
31:30, 28:23, 26:26, 24:18
ნ-ო: გრინი (31), არიზა (21+8 მოხსნა), ლენდრი (17), ოკაფორი (10), პოლი (7+12 პასი).
ფ: დადლი (18+7 მოხსნა), გორტატი (17), ჰილი (15), კარტერი (14), ფრაი (9+7 მოხსნა), ბრუქსი (9+9 პასი).

ოკლაჰომა-დენვერი 104:89
17:17, 31:25, 27:22, 29:25
ო: დურანტი (28+7 მოხსნა), უესტბრუკი (17+8 პასი+6 ჩაჭრა), მოჰამედი (15), ჰარდენი (14), სეფოლოშა (11).
დ: ნენე (18+9 მოხსნა), მარტინი (14+13 მოხსნა), გალინარი (17+9 მოხსნა), ფელტონი (17), ლოუსონი (5+6 პასი).

მემფისი-საკრამენტო 101:96
28:21, 18:22, 31:24, 24:29
მ: რენდოლფი (27+15 მოხსნა), გასოლი (18), ალენი (13), კონლი (12+8 პასი).
ს: ტორნტონი (18 ), ევანსი (16+9 მოხსნა+6 პასი), დალემბერი (17+16 მოხსნა), ტომპსონი (15+12 მოხსნა).

დალასი-კლიპერსი 107:96
19:35, 28:19, 30:21, 30:21
დ: ნოვიცკი (20+8 მოხსნა+7 პასი), ბრიუერი (20), ჩენდლერი (15+7 მოხსნა), მერიონი (13+10 მოხსნა), ბარეა (15+5 პასი).
კ: უილიამსი (29+6 პასი), გრიფინი (23+9 მოხსნა+6 პასი), გორდონი (11+6 პასი), ჯორდანი (9+10 მოხსნა).

პორტლენდი-ლეიკერსი 93:86
21:21, 32:26, 21:15, 19:24
პ: ოლდრიჯი (24+11 მოხსნა), უოლასი (19+13 მოხსნა+7 პასი), მეტიუზი (18), ბატუმი (13), მილერი (12+13 პასი ).
ლ: ბრაიანტი (24), არტესტი (14+8 მოხსნა), ოდომი (13+14 მოხსნა), გასოლი (8+13 მოხსნა).


9 აპრილი
ვაშინგტონი-ატლანტა 115:83
29:18, 32:28, 27:26, 27:11
ვ: ბლეტჩი (23+7 მოხსნა), უოლი (19+7 პასი), იანლიანი (15+9 მოხსნა), ჯეფერსი (13+11 მოხსნა), მაკგი (12+7 მოხსნა), ევანსი (10), ოუენსი (10).
ა: ჰორფორდი (21+10 მოხსნა), ჯონსონი (16+7 მოხსნა), კროუფორდი (13).

ჰიუსტონი-კლიპერსი 99:78
25:18, 28:19, 21:18, 25:23
ჰ: ბადინგერი (16+9 მოხსნა), მილერი (16+5 პასი), მარტინი (16+5 პასი), დრაგიჩი (14+10 მოხსნა+7 პასი), ჰეიესი (12+13 მოხსნა+5 პასი), ლი (10).
კ: გორდონი (19+6 პასი), გრიფინი (13+10 მოხსნა), ჯორდანი (8+11 მოხსნა).

მილუოკი-კლივლენდი 108:101
30:18, 30:26, 25:34, 23:23
მ: სელმონსი (32), გუდენი (15+13 მოხსნა+13 პასი), ჯენინგსი (14+9 პასი), მბა ა მუტე (12), ილიასოვა (11), რედი (10).
კ: დევისი (19+6 პასი), სეშენსი (15+5 პასი), გი (14), ჰიქსონი (11+12 მოხსნა), ჰოლინზი (10), გიბსონი (10).

სან ანტონიო-იუტა 111:102
25:22, 32:24, 32:30, 22:26
ს-ა: ჯეფერსონი (20), სპლიტერი (13+8 მოხსნა), პაკერი (13+7 პასი), ბლეირი (12+7 მოხსნა), ჯინობილი (12+6 პასი), ნილი (12), დანკანი (10).
ი: ჯეფერსონი (23+8 მოხსნა), ფეივორსი (17), მილსეპი (16), ჰარისი (13+9 პასი).

დენვერი-მინესოტა 130:106
25:23, 40:28, 36:18, 29:37
დ: ლოუსონი (37+7 მოხსნა+6 პასი), სმიტი (18+8 მოხსნა), მარტინი (12+8 მოხსნა), ჰარინგტონი (12), ფელტონი (11+14 პასი), კუფოსი (11), ნენე (10), ფორბსი (10).
მ: უებსტერი (15), ჰეივორდი (15), ბიზლი (14), რენდოლფი (13), ჯონსონი (13), ფლინი (10+9 პასი), ელინგტონი (10).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული