კობი ბრაიანტი მსაჯის "ჰომოსექსუალური" შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ასი ათასი დოლარით იმისთვის დააჯარიმეს, რომ არბიტრს გეი უწოდა. ეს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "სან ანტონიო სპურსთან" მოხდა, რომელიც 13 აპრილს ლოს ანჯელესში გაიმართა.

”სან ანტონიოსთან” მატჩის მესამე მეოთხედში ადამსმა ბრაიანტი ტექნიკური ჯარიმით დასაჯა. ”ლეიკერსის” მცველი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, სკამს დაარტყა, შემდეგ კი ადამსი  შეურაცხყო. კალათბურთელმა სიტყვა "faggot" გამოიყენა და გინებაც მოაყოლა.


მატჩის შემდეგ ბრაიანტმა ბოდიში მოიხადა და მისი სიტყვების ბუკვალური მნიშვნელობით არგაგება ითხოვა. კალათბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრის
დაძაბულ მომენტში განრისხდა, მაგრამ არც გეების და არც ლესბოსელების შეუარცხყოფა არ უნდოდა.

მიმდინარე სეზონში ბრაიანტმა უკვე 15-ე ტექნიკური ჯარიმა მიიღო.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული