ხარები ზაზას ელიან

AutoSharing Option

მეორე გუნდი, რომელმაც პლეი ოფის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ჩიკაგო ბულზია". გარდა ამისა, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა შემდეგ ეტაპს მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი".

აღმოსავლეთი
ჩიკაგო-ინდიანა 116:89
36:25, 18:21, 30:19, 32:24
ჩ: როუზი (25+6 პასი), დენგი (24+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგანსი (15), ნოა (14+8 მოხსნა+4 დაფარება), კორვერი (13), გიბსონი (10+7 მოხსნა), უოტსონი (6+7 პასი), ბატლერი (3), ბუზერი (2+5 მოხსნა), აშიქი (2+5 მოხსნა), ბრიუერი (2).
ი: გრეინჯერი (20+6 მოხსნა), ჰენსბრო (14+11 მოხსნა), ჰიბერტი (11+5 მოხსნა), ჯონსი (10), კოლისონი (7+5 პასი),
ჯორჯი (7), რაში (7), პრაისი (7), დანლივი (4), ფორდი (2).
სერია: 4-1
"ჩიკაგომ", როგორც იქნა, ისე ითამაშა, როგორც რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს შეჰფერის. "ხარები" განვლილ ოთხ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ არ ჰქონიათ აღმოსავლეთის მერვე გუნდთან შესამჩნევი უპირატესობა. ახლა კი მათ რეალურად დაანახეს მეტოქეს თავიანთი მაღალი კლასი.
ამ მატჩის წინ ეჭვქვეშ იყო "ჩიკაგოს" ლიდერის დერიკ როუზის თამაში. გამთამაშებელმა წინა დღეს ფეხი დაიზიანა და ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ დართავდნენ თუ არა ექიმები მას მოედანზე გასვლის ნებას. საბოლოოდ, როუზმა ითამაშა მეხუთე მატჩში და დებიუტში საუკეთესოც იყო მოედანზე.
მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა - სხვაობა იზრდებოდა, მეტოქე შოკირებული იყო, "ბულზის" სნაიპერები კი შესანიშნავ ფორმას აჩვენებდნენ. და აქ მოულოდნელად "ჩიკაგოს" პრობლემები შეექმნა: მის ლიდერებს პერსონალურები დაუგროვდათ. როუზი, ბუზერი და ნოა ოთხ-ოთხი პერსონალურით სათადარიგოთა სკამისკენ გაემართნენ. "პეისერსს" შანსი გაუჩნდა და სტუმარმა მისი გამოყენება სცადა.
მესამე მეოთხედის შუა ნაწილისთვის მასპინძლების სოლიდური უპირატესობა ოთხ ქულამდე დავიდა. ტომ ტიბოდოს როუზის მოედანზე დაბრუნება მოუწია. დერიკმაც შეძლო სტუმრების დაშოშმინება - მეოთხედის დასრულებამდე დარჩენილ 6 წუთში 10 ქულა დააგროვა, მისმა გუნდმა კი დროის ეს მონაკვეთი 23:8 გაქცევით დაასრულა.
თამაშის ბედის კიდევ ერთხელ შემოტრიალება "ინდიანამ" ვერ შეძლო. მხოლოდ ჯოშ მაკრობერტსმა "გამოიჩინა" თავი - უმწეობისგან ჯერ ზურგში ჰკრა ხელი ნოას, შემდეგ კი იდაყვის ჩარტყმა სცადა. მსაჯებმა მაკრობერტსი მოედნიდან მიაბრძანეს.
"ჩიკაგომ" მოიგო მატჩი და სერია და ახლა, "ორლანდოსა" და "ატლანტას" წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.

ორლანდო-ატლანტა 101:76
26:13, 32:22, 21:18, 22:23
ო: ჯ. რიჩარდსონი (17), რედიკი (14), ანდერსონი (11+7 მოხსნა), თურქოგლუ (9), ბასი (9+7 მოხსნა), ნელსონი (9+5 პასი+3 ჩაჭრა), არენასი (9+4 პასი), ჰოვარდი (8+8 მოხსნა), კ. რიჩარდსონი (7+6 მოხსნა), დუჰონი (5), კლარკი (2), ალენი (1).
ა: სმიტი (22+11 მოხსნა), უილიამსი (12+5 მოხსნა), ჰორფორდი (9+14 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (8), ჰაინრიხი (6), ჯონსონი (5), ტიგი (5), ფაჩულია (4), უილკინსი (2), პაუელი (2), არმსტრონგი (1).
სერია: 2-3

დასავლეთი
ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 106:90
23:32, 31:19, 25:21, 27:18
ლ: ბრაიანტი (19), ბინუმი (18+10 მოხსნა), პ. გასოლი (16+8 მოხსნა), ფიშერი (13), ოდომი (13+7 მოხსნა), არტესტი (11), ბრაუნი (8), ბარნსი (5), ბლეიკი (3).
ნ-ო: არიზა (22), ბელინელი (21), პოლი (20+12 პასი), ლენდრი (8), გრინი (8), ოკაფორი (5+5 მოხსნა), იუინგი (3), სმიტი (2), ჯეკი (1).
სერია: 3-2
NBA-ის მოქმედ ჩემპიონს აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება მეხუთე მატჩში და მან მიზანს მიაღწია. თანაც დამაჯერებლად. აქაც ეჭვქვეშ იყო ფავორიტი გუნდის ლიდერის თამაში - კობი ბრაიანტმა წინა მატჩში ტერფი დაიზიანა. მაგრამ კობი მოედანზე გავიდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ლიგაში დაფარებებების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, "ნიუ ორლეანის" ცენტრი ემეკა ოკაფორი ვერაფერს უხერხებდა ბრაიანტის გარღვევებს - კალიფორნიელი ვარსკვლავი ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ხელით ტენიდა ბურთს ფარში.
მასპინძლებს მხოლოდ სასტარტო მეოთხედში ჰქონდათ პრობლემები. "ლეიკერსის" ყოფილმა მოთამაშემ ტრევორ არიზამ პირველ 12 წუთში 10 ქულა დააგროვა, კრის პოლმა კი 8 შედეგიანი პასი მიითვალა. მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა - კალიფორიელებმა უკვე მეორე მეოთხედში გაათანაბრეს ანგარიში. იმ დღეს "ლეიკერსში" ყველა კარგად თამაშობდა - სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა და ოდომმა 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბეს. მოხსნებში კი მასპინძლების უპირატესობა უდიდესი იყო - 42:25 (შეტევაში: 15:3).
მესამე მეოთხედში ასე თუ ისე თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ბოლოსკენ ჩემპიონმა წალეკა კრის პოლის გუნდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული