"ატლანტა" ჰაინრიხის გარეშე

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსი" "ჩიკაგოსთან" მეოთეხედფინალურ სერიას, შესაძლოა, სერიოზული დანაკლისით შეხვდეს. არ არის გამორიცხული, გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა კირკ ჰაინრიხმა საერთოდ ვერ შეძლოს "ხარებთან" სერიაში მოედანზე გასვლა.

ამ შემთხვევაში, ჰაინრიხის ადგილს სასტარტო ხუთეულში ჯამალ კრუფორდი ან ჯეფ ტიგი დაიკავებს.

თავის მხრივ, გარკვეული საკადრო პრობლემები "ჩიკაგოსაც" შეექმნა. ბოლო ვარჯიში გამოტოვა ასევე სასტარტო ხუთეულის წევრმა კარლოს ბუზერმა. მძიმე ფორვარდს მარჯვენა ფეხის ცერა თითი აქვს დაზიანებული. "ბულზის" დამრიგებელი ტომ ტიბოდო დარწმუნებული არ არის, რომ კარლოსი "ატლანტასთან" სერიის პირველ მატჩში მონაწილეობას შეძლებს.


* * *
ბოსტონელი გულშემატ
კივრები კი კვლავაც ვეტერანი ცენტრის, შაკილ ო'ნილის დაბრუნებას ელიან. 39 წლის ცენტრმა ვერ შეძლო "ნიუ იორკთან" პირველი წრის სერიაში მონაწილეობის მიღება და როგორც ჩანს, "მაიამისთან" დაპირისპირების პირველ მატჩსაც გამოტოვებს.

თუმცა "ბოსტონის" დამრიგებელი დოკ რივერსი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ ვეტერანი მეორე მატჩისთვის მწყობრში იქნება.

შეგახსენებთ, რომ შაკს უკვე დიდი ხანია მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული