სენსაცია მაინც მოხდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში ერთადერთი მატჩი იყო დაგეგმილი - მერვედფინალურ ეტაპს მხოლოდ "სან ანტონიო" და "მემფისი" შემორჩნენ.

დანარჩენ სერიებში ერთადერთი მოულოდნელი შედეგი "ატლანტას" მოგება იყო "ორლანდოს" წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში კი გამარჯვება იმ გუნდებს დარჩათ, რომლებსაც თავიდანვე მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ.

"სპურსისა" და "გრიზლისის" წყვილში კი ძალიან ახლოს იყო მერვედფინალური ეტაპის ყველაზე ხმამაღალი სენსაცია. ეს შეიძლებოდა უფრო ადრე - სერიის მეხუთე მატჩში მომხდარიყო, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე ორი (!) წამით ადრე "სან ანტონიომ" თამაშიდან ორი ბურთი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში
გადაიყვანა, იქ კი შეძლო სტუმრების წინააღმდეგობის დაძლევა. ამის შემდეგ გრეგ პოპოვიჩის გუნდს ასეთივე გმირობა სტუმრად უნდა ჩაედინა, რათა გაეთანაბრებინა ანგარიში და ბოლო მეშვიდე მატჩში შინ მოეპოვებინა საბოლოო გამარჯვება.

მეექვსე მატჩის წინ თითქმის ყველა სპეციალისტი ერთხმად აღნიშნავდა, რომ "სპურსს", პირველ რიგში, "მემფისის" ლიდერის, ზაკ რენდოლფის განეიტრალებაზე უნდა ეზრუნა. დასავლეთის ჩემპიონმა სწორედ ამ ამოცანას ვერ გაართვა თავი.

მატჩის დებიუტი დაცვითი კალათბურთით აღინიშნა. ორივე გუნდის მოთამაშეები ერთმანეთის ძლიერი მხარეების ნეიტრალიზაციით იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ ზედმეტად მოინდომა მაიკ კონლიმ, რომელმაც ორ წუთში ჯინობილიზე ორი პერსონალური მიიღო და "მემფისის" ძირითადი გამთამაშებელი სასწრაფოდ ახალბედა გრეივის ვასკესით შეცვალეს, რომელმაც ჯერ ფარქვეშ შესვლის შემდეგ აიღო ორი ქულა, ორი ჯარიმა გამოიყენა და მარკ გასოლს ჩააგდებინა - 10:2.

გრეგ პოპოვიჩმა სასწრაფოდ ტაიმ-აუტი მოითხოვა, მაგრამ ამის შემდეგაც ვასკესმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და სხვაობა 10 ქულამდე ავიდა. მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო. ჯინობილი თანაგუნდელ პარკერს შეეკამათა და ნაადრევად დატოვა მოედანი, თავად პარკერი მარწუხებში მოაქცია ტონი ალენმა, ვეტერანებს - ტიმ დანკანსა და ანტონიო მაკდაესს კი ახალგაზრდა მეტოქეების წინააღმდეგ აშკარად უჭირდათ. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი "მემფისმა" რვა ქულით მოიგო.

მეორე მეოთხედში სათადარიგო მოთამაშეების დუელისას "სპურმა" მოახერხა სხვაობის შემცირება, თუმცა სტუმრების წარმატებაში შემთხვევითობის ელემენტი უფრო მეტი იყო, ვიდრე გააზრებული მოქმედება. ორჯერ ჩააგდო შორიდან ლიგაში სამქულაინების საუკეთესო სპეციალისტმა მეტ ბონერმა (რეგულარულში სამქულიანების 46-პროცენტიანი სიზუსტე), ერთი ორჯერ ეფექტური კომბინაცია ჩაატარეს პარკერმა და დანკანმა. მაგრამ "სან ანტონიო" მაინც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც რეგულარულში 61 მატჩი მოიგო. სხვაობის შემცირება მან იმის ხარჯზე მოახერხა, რომ მასპინძლებმა ტყორცნების სიზუსტეს მოუკლეს. სტუმრებს ბრძოლისუნარიანობაც აკლდათ - პირველ ტაიმში "სპურსის" სასტარტოებმა ერთად ცხრა მოხსნა მოაგროვეს და აქედან რვა დანკანზე მოდიოდა, მაკდაესმა, ჯეფერსონმა, ჯინობილიმ და პარკერმა კი ჯამში ერთი მოხსნა მიითვალეს.

და ასეთი უღიმღამო თამაშის მიუხედავად, "სპურსი" მაინც უნარჩუნებდა ინტრიგას მატჩს. სტუმრებს ეხმარებოდა კარგი დაცვა და მეტოქის შედარებით დაბალი ტემპი. უფრო მეტიც, დიდი შესვენების სტარტზე "სან ანტონიომ" ანგარიშიც კი გაათანაბრა. მასპინძლებს წარბიც არ შეუხრიათ - მათ იგივე სტილში გააგრძელეს თამაში და მეოთხედის ბოლოს აღადგინეს ის უპირატესობა, რაც პირველი ტაიმის ბოლოს ჰქონდათ. მესამე მეოთხედი ასეც დასრულდებოდა, რომ არა სირენასთაც ერთად ჯინობილის ჩაგდებული სამქულიანი - 66:70. ამ ტყორცნით "სან ანტონიომ" ყველას მიანიშნა, რომ იოლად არ დანებდებოდა.

და მართლაც, შეხვედრის დასასრულმა გაამართლა. საფინალო სირენამდე ხუთწუთნახევრით ადრე იმავე ჯინობილიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 78:79. შემდეგ შეტევაში მემფისელებმა ბურთი დაკარგეს და მაკდაესმა საპასუხოდ ზუსტად ისროლა საშუალო მანძილიდან. შეხვედრის საწყის წუთს თუ არ ჩავთვლით, "სპურსი" პირველად გავიდა წინ - 80:79.

ამის შემდეგ კი დაიწყო ერთი მსახიობის შოუ. ზაკ რენდოლფმა ფაქტობრივად მარტომ გადაუწურა წარმატების იმედი "სან ანტონიოს". რა თქმა უნდა, ტრიუმფში ასევე დიდი წვლილი შეიტანა "მემფისის" კარგმა დაცვამ, თუმცა ამ მხრივ "სპურსიც" მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ რენდოლფი მაინც აგდებდა... მეოთხე მეოთხედში "ბეჰემოტმა" 17 ქულა დააგროვა და თითქმის ყველა ბურთი ფანტასტიკური სირთულისა იყო.

მატჩის დასრულებამდე წუთითა და 11 წამით ადრე მან მორიგი ურთულესი საშუალო ტყორცნა გამოიყენა და საბოლოოდ მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი - 91:82. გადაჭედილი FedEx Forum ფეხზე ადგა და ისე მიესალმა თავის საყვარელ გუნდს. ისტორიაში მხოლოდ მეოთხედ მოხდა, როცა პლეი ოფში მერვედ განთესილმა გუნდმა პირველს მოუგო და მეორე რაუნდში გავიდა. და ეს "მემფისმა" ასი პროცენტით დაიმსახურა.


მემფისი-სან ანტონიო 99:91
24:16, 22:27, 24:23, 29:25
მ: რენდოლფი (31+11 მოხსნა), მ. გასოლი (12+13 მოხსნა), ტ. ალენი (11), კონლი (9), იანგი (9) - ვასკესი (11), არტური (8), მაიო (6), ბატიე (2+7 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (23), ჯინობილი (16), დანკანი (12+10 მოხსნა), მაკდაესი (10), ჯეფერსონი (0) - ბონერი (9), ნილი (8), ჰილი (6+7 მოხსნა), სპლიტერი (4), გრინი (3).
სერია: 4-2

1/8 ფინალის სტატისტიკა
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 32.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 27.6
დირკ ნოვიცკი (დალ) 27.3
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 27.0
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 26.0
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 24.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.8
კობი ბრაიანტი (ლეი) 22.5
პოლ პირსი (ბოს) 22.3
დუეინ უეიდი (მაი) 22.2
მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 15.5
მარკ გასოლი (მემ) 12.3
კევინ გარნეტი (ბოს) 11.3
სერჟ იბაკა (ოკლ) 11.0
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 10.6
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 10.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.5
ენდრიუ ბინუმი (ლეი) 10.3
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 10.3
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 12.0
კრის პოლი (ნ-ორლ) 11.5
ანდრე იგუოდალა (ფილ) 6.8
ჯეისონ კიდი (დალ) 6.5
მაიკ კონლი (მემ) 6.2
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 6.2
დერიკ როუზი (ჩიკ) 6.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 6.2
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 5.6
ანდრე მილერი (პორ) 5.5
ჩაჭრა
დერიკ როუზი (ჩიკ) 2.6
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 2.6
ტონი ალენი (მემ) 2.3
ჯამირ ნელსონი (ორლ) 2.0
პოლ პირსი (ბოს) 2.0
კევინ გარნეტი (ბოს) 2.0
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 2.0
კრის პოლი (ნ-ორლ) 1.8
დაფარება
სერჟ იბაკა (ოკლ) 4.8
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.5
ჯერმენი ო'ნილი (ბოს) 2.5
პაუ გასოლი (ლეი) 2.3
პოლ ჯორჯი (ინდ) 2.0
დუეინ უეიდი (მაი) 2.0
1/4 ფინალი. კალენდარი
აღმოსავლეთი
მაიამი (2)-ბოსტონი (3)
1 მაისი. მაიამი-ბოსტონი
3 მაისი. მაიამი-ბოსტონი
7 მაისი. ბოსტონი-მაიამი
9 მაისი. ბოსტონი-მაიამი
11 მაისი. მაიამი-ბოსტონი*
13 მაისი. ბოსტონი-მაიამი*
16 მაისი. მაიამი-ბოსტონი*
ჩიკაგო (1)-ატლანტა (5)
2 მაისი. ჩიკაგო-ატლანტა
4 მაისი. ჩიკაგო-ატლანტა
6 მაისი. ატლანტა-ჩიკაგო
8 მაისი. ატლანტა-ჩიკაგო
10 მაისი. ჩიკაგო-ატლანტა*
12 მაისი. ატლანტა-ჩიკაგო*
15 მაისი. ჩიკაგო-ატლანტა*
დასავლეთი
ლეიკერსი (2)-დალასი (3)
2 მაისი. ლეიკერსი-დალასი
4 მაისი. ლეიკერსი-დალასი
6 მაისი. დალასი-ლეიკერსი
8 მაისი. დალასი-ლეიკერსი
10 მაისი. ლეიკერსი-დალასი*
12 მაისი. დალასი-ლეიკერსი*
15 მაისი. ლეიკერსი-დალასი*
ოკლაჰომა (4)-მემფისი (8)
1 მაისი. ოკლაჰომა-მემფისი
3 მაისი. ოკლაჰომა-მემფისი
7 მაისი. მემფისი-ოკლაჰომა
9 მაისი. მემფისი-ოკლაჰომა
11 მაისი. ოკლაჰომა-მემფისი*
13 მაისი. მემფისი-ოკლაჰომა*
15 მაისი. ოკლაჰომა-მემფისი*
* - საჭიროების შემთხვევაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული