მაკდაესმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ "მემფისთან" სერიის წაგების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა "სან ანტონიოს" 36 წლის ცენტრმა ანტონიო მაკდაესმა. ამჯერად ამ კალათბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა დიდი სპორტიდან წასვლა.

"ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო კარიერაში. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე სავალალოდ დასრულდა", - თქვა ანტონიომ "მემფისთან" მეექვსე მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მაკდაესის მოქმედი კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში იწურება. ლიგაში კიდევ ერთი წლით დარჩენის შემთხვევაში ვეტერანი 5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული