როუზი: MVP ჯერ არ ვარ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ამერიკულ პრესაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ წლევანდელ სეზონში უძვირფასესი მოთამაშის პრიზს "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი მიიღებს.

ჟურნალისტებმა ისიც კი დაწერეს, რომ თავად კალათბურთელმა იცის მოსალოდნელი ტრიუმფის შესახებ, მაგრამ ამაზე საჯაროდ ჯერ არ ლაპარაკობსო. თუმცა როუზი მაშინვე უარყო ეს ჭორი და განაცხადა, რომ ინფორმაცია პრესის ფანტაზიის ნაყოფია.

"ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს, რომ MVP გავხდი, ასე რომ მილოცვამდე ჯერ ძალიან ადრეა", - განაცხადა როუზმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული