გრიფინი საუკეთესო ახალბედაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია ESPN-მა სეზონის კიდევ ერთი ლაურეატის ვინაობა გაარკვია. თუ მის ჟურნალისტებს დავუჯერებთ, წელს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტის პრიზი "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მძიმე ფორვარდს ბლეიკ გრიფინს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გრიფინი 2009 წლის დრაფტზე აიყვანეს პირველ ნომრად, მაგრამ ტრავმის გამო გამოტოვა 2009-10 წლების სეზონი და მხოლოდ წელს შედგა მისი NBA-ში დებიუტი.

წელს გრიფინი ექვსჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ახალბედად. ბოლოს ასეთი შედეგი 2005-06 წლების სეზონში "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელ კრის პოლს ჰქონდა.
გასულ რეგულარულში "კლიპერსის" დებიუტანტის მონაგარი 22.5 ქულას, 12.1 მოხსნასა და 3.8 შედეგიან
პასს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული