ბატლერის გარეშე გააგრძელებენ

AutoSharing Option
"დალას მავერიქსი" დასავლეთი კონფერენციის ფინალში თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდის - კერონ ბატლერის გარეშე გავიდა.

ამ კალათბურთელმა ზამთარში მიიღო მუხლის მძიმე ტრავმა და ოპერაცია გადაიტანა. ვარაუდობდნენ, რომ ბატლერი პლეი ოფში შეძლებდა დაბრუნებას და თავისი გუნდისთვის დახმარების გაწევას, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფორვარდი სეზონის ბოლომდე ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას და "დალასმა" მის გარეშე უნდა განაგრძოს წინსვლა.

რამდენიმე დღის წინ "მავერიქსის" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ბატლერი ვერ ითამაშებდა "ლეიკერსთან" სერიაში, თუმცა მწვრთნელს ბოლომდე ჰქონდა მომდევნო რაუნდში კალათბურთელის დაბრუნების იმედი. მაგრამ გუშინ კლუბის პრეზიდენტმა
დონი ნელსონმა განაცხადა, რომ ბატლერს წელს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

"კერონს ძალიან უნდოდა გუნდისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ჩვენ ის ბოლომდე ჯანმრთელი გვჭირდება, ამიტომაც კარგად გვესმის, რომ ამ სეზონში მისი დაბრუნება გამორიცხულია", - განაცხადა ნელსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული