წლის ნაკრები ცნობილია

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასრულა მიმდინარე სეზონის ლაურეატთა გამოვლენა. NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეგულარული ჩემპიონატის პირველი, მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები. სია პრესის წარმომადგენელთა გამოკითხვით შედგა.

სულ არჩევანის უფლება 119 ჟურნალისტს ჰქონდა. ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსი, ვინც ყველა ანკეტაში პირველი ადგილი დაიკავა, ანუ "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა. მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა სეზონის უძვირფასესი მოთამაშე, "ჩიკაგოს" გამთამაშებელი დერიკ როუზი.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი ის არის, რომ 15 საუკეთესოს შორის არ აღმოჩნდა ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის - "ბოსტონ
სელტიქსის" არც ერთი კალათბურთელი.

I ნაკრები
მცველები

კობი ბრაიანტი (ლეი) 551
დერიკ როუზი (ჩიკ) 593
ფორვარდები
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 595
კევინ დურანტი (ოკლ) 492
ცენტრი
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 593

II ნაკრები
მცველები

დუეინ უეიდი (მაი) 392
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 184
ფორვარდები
პაუ გასოლი (ლეი) 259
დირკ ნოვიცკი (დალ) 437
ცენტრი
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 258

III ნაკრები
მცველები

მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 106
კრის პოლი (ნ-ორლ) 157
ფორვარდები
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 135
ზაკ რენდოლფი (მემ) 67
ცენტრი
ელ ჰორფორდი (ატლ) 62

სხვა პრეტენდენტები: რაჟონ რონდო (ბოს) - 68; პოლ პირსი (ბოს) - 55; კარმელო ენტონი (დენ/ნ-იორკ) - 53; კევინ ლავი (მინ) - 48; ტიმ დანკანი (ს-ანტ) - 43; ბლეიკ გრიფინი (კლი) - 36; ტონი პარკერი (ს-ანტ) - 27; კევინ გარნეტი (ბოს) - 22; დერონ უილიამსი (იუტ/ნ-ჯერ) - 19; სტივ ნეში (ფინ) - 17; ენდრიუ ბოგუტი (მილ) - 13; მონტა ელისი (გ-სტე) - 11; ნენე (დენ) - 11; ენდრიუ ბინუმი (ლეიკ) - 9; კევინ მარტინი (ჰიუ) - 7; ტაისონ ჩენდლერი (დალ) - 7; ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) - 5; მარკ გასოლი (მემ) - 3; ელ ჯეფერსონი (იუტ) - 3; კენდრიკ პერკინსი (ბოს/ოკლ) - 3; ანდრეა ბარნიანი (ტორ) - 2; კრის ბოში (მაი) - 2; ანდრე იგუოდალა (ფილ) - 1; ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) - 1; ერიკ გორდონი (კლიპ) - 1; ჯერალდ უოლასი (შარ/პორ) - 1; ჯეისონ კიდი (დალ) - 1; ლუის სკოლა (ჰიუ) - 1; ლუოლ დენგი (ჩიკ) - 1; რეი ალენი (ბოს) - 1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული