გეები ჩრდილიდან გამოდიან

AutoSharing Option
სკანდალური აღიარებით გამოვიდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის - "ფინიქს სანზის" პრეზიდენტი რიკ უელსტი. მან ჟურნალისტებს საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გაუმხილა.

58 წლის უელტსს 40 წელი NBA-ში აქვს გატარებული. პატარა ბიჭმა აქ მოღვაწეობა ბურთის მიმწოდებლის როლში დაიწყო, ახლა კი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა.

"მე გეი ვარ. NBA - ერთ-ერთი ბოლო სპორტული ინდუსტრიაა, სადაც ჰომოსექსუალიზმის თემას გვერდის უვლიან. დამიჯერეთ, ლიგაში გეები საკმაოდ არიან, მაგრამ არავის სურს საკუთარი ორიენტაციის აღიარება. მათ ეშინიათ, რადგან ეს თემა დღემდე მიუღებლად ითვლება საუბრების დროს.

ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ
მინდა ბოლო სერიოზული ბარიერი გადაილახოს სპორტში. საზოგადოება ბევრ რამეს შეეგუა, ამიტომაც ჩემი სურვილია ხალხმა იცოდეს, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმალური მოვლენაა. ყველა მოთმენით უნდა მოვეკიდოთ სხვის თავისებურებებს", - ამბობს უელტსი NBA-ის ოფიციალურ ვებგრვედზე.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციამდე ერთი კვირით ადრე ჭორის დონეზე გახდა ცნობილი, რომ "სან ანტონიო სპურსის" ვარსკვლავი ტონი პარკერი ჰომოსექსუალისტია. ასე რომ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გეები ჩრდილიდან გამოდიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული