სეზონი არ იქნება?

AutoSharing Option
გრძელდება მოლაპარაკებები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. როგორც იცით, დავის საგანი ახალი კოლექტიური ხელშეკრულებაა და თუ მხარეებმა დროულად ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, ლიგაში ლოკაუტი გამოცხადდება, რაც 2011-12 წლების სეზონის ჩაშლას ნიშნავს.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ასოციაციის კლუბების მფლობელები 45 მილიონ დოლარამდე აპირებენ სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას. მაშინვე ამ წინადადებას უპასუხა პროფკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბილი ჰანტერმა - მისი თქმით, კალათბურთელები არაფრის დიდებით ხელს არ მოაწერენ ახალ ხელშეკრულებას, თუ მასში ეს თანხა იქნება ჩაწერილი.

სხვა პასუხს მათგან არც ელოდნენ, რადგან დღეს სახელფასო ლიმიტის
მაქსიმალური ზღვარი 58 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბების მფლობელები დაახლოებით 25 პროცენტით აპირებენ მის შემცირებას.

პროფკავშირების შეფმა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა დერეკ ფიშერმა უკვე განაცხადა, რომ მის ორგანიზაციაში არც კი აპირებენ ამ წინადადების განხილვას.

როგორც ჩანს, ამ ცნობების თანახმად NBA გაფიცვას ვერ გადაურჩება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული