ვინ იქნება ახალი ლებრონი?

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება "კლივლენდ კავალიერზმა" მიიღო. კლუბმა დრაფტის ლატარია ხუთშაბათს მოიგო და პრესამ და მთლიანად საკალათბურთო სამყარომ უკვე დაიწყო ბჭობა იმაზე, თუ რომელ კალათბურთელზე გააკეთებს არჩევანს "კლივლენდის" ხელმძღვანელობა. "კავალერებს" 2003 წელსაც ჰქონდათ ანალოგიური უფლება და მაშინ დრაფტის პირველი ნომერი ლებრონ ჯეიმსი გახდა.

ერთ-ერთი პოტენციური "ლებრონ ჯეიმსი" შეიძლება გახდეს "არიზონას" ფორვარდი დერიკ უილიამსი. ყოველ შემთხვევაში, კალათბურთელი ამ აზრს სრულად იზიარებს.

"ვფიქრობ, სწორედ მე გავხდები დრაფტის პირველი ნომერი, რადგან NCAA-ის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე ვარ. ამიტომაც "კლივლენდში"
ვითამაშებ. მიმაჩნია, რომ შევძლებ ლებრონის შეცვლას. "კავალიერზს" სწორედ ისეთი კალათბურთელი აკლია, როგორიც მე ვარ", - განაცხადა დერიკ უილიამსმა.


* * *
რაც შეეხება ნამდვილ ლებრონ ჯეიმსს, მას შეუძლია კომპანია "ნაიკს" უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანოს. კერძოდ, თუ წელს "მაიამი ჰიტის" ლიდერი კარიერაში პირველ ტიტულს მოიგებს, ამერიკული კომპანია ჩინეთში საკუთარი ატრიბუტიკის რეალიზაციით 4 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.

NBA-ის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს უკვე აქვს MVP-ის ორი ტიტული და ოლიმპიადის ოქროს მედალი. NBA-ის ჩემპიონის წოდება კი ლებრონს ამ რეგიონში პოპულარობით მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს გაუთანაბრებს.

"ჩინელ ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ლებრონი, მაგრამ აქ მისი პოპულარობა რამდენამდე შეზღუდულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯეიმსს ჯერაც არ მოუპოვებია NBA-ის ჩემპიონის ტიტული", - ამბობს ტერი როუდსი, რომელიც რვა წელი მუშაობდა შანხაიში "ნაიკის" მარკეტინგული სამსახურის დირექტორად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული