ჯექსონის შემცვლელი იპოვნეს?

AutoSharing Option
კვლავაც ახალი მწვრთნელის ძიებაშია "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კალიფორნიული კლუბის მფლობელმა ჯერი ბასმა. მან ახალი მწვრთნელის დანიშვნის ზუსტი თარიღი არ დაასახელა, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფილ ჯექსონის შემცვლელის ძებნის პროცესი თითქმის დასრულებულია.

"ზუსტი თარიღი არ ვიცი, თუმცა შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ერთი კვირაც არ დაგვჭირდება ახალი მწვრთნელის ოფიციალურად წარსადგენად. ძალიან ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან", - ამბობს "ლოს ანჯელეს თაიმსთან" კომენტარში ბასი.

უკვე ცნობილია, რომ "ლეიკერსის" ახალი დამრიგებელი იმაზე გაცილებით ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე მისი წინამორბედ ფილ ჯექსონს
ჰქონდა.

2009-10 წლების სეზონში ლეგენდარული მწვრთნელი 12 მილიონ დოლარზე მეტს იღებდა, წელს კი ჯამაგირი 10 მილიონამდე შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ფილის შემცვლელის ხელფასი დაახლოებით 3-5 მილიონი იქნება.


* * *
კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობას ამ დღეებში სხვა თავსატეხიც გაუჩნდა. კერძოდ, "ლეიკერსის" საშინაო არენის Staples Center-ის მფლობელებს უჩივიან ორი წლის დაღუპული ბიჭის მშობლები. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "ლეიკერსის" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის დროს ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ზედა იარუსზე. ბიჭი შეუმჩნევლად გაეპარა დედ-მამას და 15 მეტრიდან გადავარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მშობლებს მიაჩნიათ, რომ არენა არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და ის ყველასთვის სახიფათოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული