პიპენმა "მეფე" გაანაწყენა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ლეგენდარული სკოტი პიპენის ბოლო ინტერვიუთი, სადაც ის მაიკლ ჯორდანს შეადარეს, უკმაყოფილო დარჩა. "ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ლებრონი, შესაძლოა, თვით მაიკლ ჯორდანზე უკეთესი კალათბურთელი იყოს. სწორედ ეს შედარება არ მოეწონა "მეფეს".

"მაიკლი - განსაკუთრებული მოვლენა იყო. გენიოსი. ამ თამაშში კიდევ ბევრს უნდა მივაღწიო იმისთვის, რომ ჩემი სახელი ასეთი დიადი მოთამაშის გვერდით მოიხსენიონ.

თანაც ეს მხოლოდ მაიკლს არ ეხება. ისეთმა კალათბურთელებმა, როგორებიც ლარი ბერდი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი ან ბილ რასელი არიან, ამ თამაშისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.
ამიტომაც ითვლებიან ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელებად.

მათთან ჩემი შედარება არ შეიძლება. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამის გამო არ მომეწონა ის, რაც სკოტი პიპენმა განაცხადა. მაიკლ ჯერ ძალიან ბევრი მიკლია", - განუცხადა ლებრონმა ჟურნალისტებს, რომლებმაც გუშინ "მაიამის" ვარჯიში მოინახულეს. "ჰიტი" "დალასთან" სუპერსერიისთვის ემზადება. პირველი მატჩი 31 მაისს ფლორიდაში გაიმართება. შეგასხენებთ, რომ მაიამელებს საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული