საუკეთესო ახალბედა პოლიციაში მოხვდა

AutoSharing Option
გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა ტაირიკ ევანსი პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. "საკრამენტო კინგზის" ახალგაზრდა კალათბურთელი სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს - ის მანქანას საათში 130 მილი სიჩქარით მართავდა, რამაც პოლიციელთა ყურადღება მიიპყრო.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ევანსი სისწრაფეში ეჯიბრებოდა მეორე მანქანას, მაგრამ კალათბურთელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. სხვათა შორის, ტაირიკის დაპატიმრებისას პოლიციას პისტოლეტის გამოყენება მოუწია.
20 წლის კალათბურთელს 80-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები დაუწესეს და 30 დღით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული