შაკი ევროპაში მიდის?

AutoSharing Option
ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი ერთ-ერთ ევროპულ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას. "კლივლენდ კავალიერზის" ყოფილი ცენტრი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და ჯერაც ახალი კლუბის ძიებაშია.
თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, 38 წლის კალათბურთელი მზად არის "ბებერ კონტინენტზე" სათამაშოდ, ოღონდ იმ შემთხევაში, თუ რომელიმე კლუბი მას წელიწადში 10 მილიონ დოლარს შესთავაზებს.

რაც შეეხება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის გაგრძელების პერსპექტივას, შაკის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი "კლივლენდს" აქვს, თუმცა ო'ნილის შეძენაზე "ბოსტონ სელტიქსიც" ფიქრობს. მართალია, ამ გუნდმა ჯერმეინ ო'ნილი შეიძინა, მაგრამ ჯერაც ზრუნავს წინა ხაზის
გაძლიერებაზე. შაკის გარდა, "ბოსტონში" გადასვლის შანსი აქვს კვამე ბრაუნს.
"სელტიქსის" ბიუჯეტი ამ კალათბურთელებთან მხოლოდ მინიმალური კონტრაქტის გაფორმების საშუალებას იძლევა, რასაც ბრაუნი, ალბათ, არ დათანხმდება. შაკილისთვის კი მთავარი გუნდის სტატუსია: ვეტერან ცენტრს უნდა საჩემპიონო ამბიციების მქონე კლუბში გააგრძელოს კარიერა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული