ლებრონის ლასვეგასური გართობა

AutoSharing Option
პოპულარული ვებგვერდიდან - ESPN.com-დან მოაშორეს სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა უქმეები ლას ვეგასში NBA-ის უპირველესმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა. რეპორტიორ არაშ მარკაცის მიერ აღწერილი ისტორია ღამის კლუბში "მაიამი ჰიტის" ახალწვეულის ლოთობასა და სტრიპტიზიორებთან ურთიერთობაზე ცხრანახევარი საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც ეს გვერდი საიტიდან წაშალეს.
ESPN.com-ის მთავარმა რედაქტორმა რობ კინგმა სააგენტო AP-ს სატელეფონო ინტერვიუში განუმარტა, რომ ისტორია წამყვანი რედაქტორების შემოწმების გარეშე გამოქვეყნდა, მარკაციმ კი სტატიის ბოლოს საკუთარი გვარი არ მიუთითა.
"ჩემი აზრით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეშვა ასეთი სახით
მიღებული ინფორმაცია", - მოჰყავს კინგის სიტყვები სააგენტო AP-ს.
თავად მარკაციმ განაცხადა, რომ პასუხს აგებს სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე, მაგრამ მოვლენების აღწერისას უფრო ზუსტად უნდა გამოეხატა თავისი მიზანი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული