სუპერმენს დარჩენა უნდა?

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ხელმძღვანელობამ თავისი ლიდერის დუაიტ ჰოვარდის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო. "სუპერმენმა" ამასწინ მიცემულ ინტერვიუში ფლორიდულ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა და "ორლანდოში" სასწრაფოდ დაიწყეს ახალ წინადადებაზე მუშაობა.

რამდენიმე წყაროს ცნობით, კლუბის შეფობა დუაიტს კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს და მაქსიმალურ ხელფასს დაუნიშნავს ლიგის საუკეთესო ცენტრს.

წესით და რიგით, ახალი კონტრაქტის გაფორმება უახლოეს მომავალში მოხდება, იქამდე, სანამ მიმდინარე კოლექტიური ხელშეკრულებაა ძალაში.

ამ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჰოვარდის ხელში ჩაგდება სურს "ჩიკაგო ბულზს". ამისთვის ილინოისელები "ორლანდოსთვის" საინტერესო ტრეიდის შეთავაზებას აპირებენ,
თუმცა შესაძლო გარიგების კონკრეტული დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული