"მეომრებს" ჯექსონი გაწვრთნის

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორზს" მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი ეყოლება - ეს გახლავთ წარსულში ცნობილი გამთამაშებელი მარკ ჯექსონი. ის "მეომრების" დამრიგებლის პოსტზე კიტ სმარტს შეცვლის. ეს ჯექსონის დებიუტი იქნება NBA-ის კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში.

"უორიორზმა" "3+1" სისტემით გაუფორმა ხელშეკრულება ჯექსონს. სამი წლის განმავლობაში ახალბედა მწვრთნელი დაახლოებით ექვს მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ჯექსონმა NBA-ში 17 სეზონი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ის ხუთი კლუბის - "კლიპერსის", "ინდიანას", "დენვერის", "ტორონტოს", "იუტასა" და "ჰიუსტონის" ღირსებას იცავდა. მარკი 1988 წელს სეზონის საუკეთესო ახალბედად დაასახელეს. მან თავის გუნდებთან ერთად
14-ჯერ მიაღწია პლეი ოფის ეტაპს. დღევანდლამდე ჯექსონი საკალათბურთო ანალიტიკოსად მუშაობდა ESPN-ისა და ABC-ის ტელეარხებზე.


* * *
ამასობაში "გოლდეს სტეიტთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა. კერძოდ, ამ გუნდის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო "ფილადელფიასთან" "ვარსკვლავური" ტრეიდის განხორციელებაზე. კერძოდ, "უორიორზი" მზად არის მცველი მონტა ელისი ამავე ამპულის ანდრე იგუოდალაში გაცვალოს.

ამით "უორიორზი" ცდილობს გააძლიეროს პოზიციები პერიმეტრზე და დაცვაში. იგუოდალას პარტნიორები შეიძლება გახდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან სტივენ კარი და დორელ რაიტი. ელისის შეძენით "ფილადელფიას" შეეძლება უფრო აქტიურად ჩართოს თამაშში შარშანდელი დებიუტანტი ევან ტერნერი და თან შეამსუქუბოს სახელფასო ბიუჯეტი.

ელისს სამწლიანი კონტრაქტი დარჩა, რომლის მიხედვითაც ის 33 მილიონს მიიღებს, იგუოდალას ხელფასი გაისად 13.5 მილიონი იქნება და ყოველ მომდევნო ორ სეზონში 1.2 მილიონით გაიზრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული