დირკ ნოვიცკიმ NBA-ს ფინალში 38.3 გრადუსი ტემპერატურით ითამაშა

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ნბა-ს პლეიოფის ფინალური სერიის მატჩში "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ 38.3 გრადუსი ტემპერატურით ითამაშა. მიუხედავად გაციებისა, ნოვიცკიმ 21 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს სერიის მეოთხე თამაშის (86:83) მოგებაში დაეხმარა.

მატჩის წინა ღამეს გერმანელ ფორვარდს თითქმის არ ეძინა. თამაშის შემდეგ მან აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში გამოძინებას გეგმავს, რათა 9 ივნისს დალასში გასამართი მეხუთე მატჩისთვის მზად იყოს.

მეოთხე თამაშში ნოვიცკიმ 21 ქულას, 11 მოხსნა და ერთი პასი დაუმატა. მან მოედანზე 39 წუთზე მეტი დაჰყო, თამაშიდან შესრულებული 19 ტყორცნიდან ექვსი
კალათში მოათავსა და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო.

ოთხი მატჩის შემდეგ ფინალური სერიის პლეიოფში ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე თამაში დალასში, მეექვსე და მეშვიდე (თუ საჭირო გახდა) კი მაიამიში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული