იაო წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ჩინელმა ვარსკვლავმა იაო მინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვი ეპარება მომავალ სეზონში "რაკეტების" შემადგენლობაში ითამაშოს. ცენტრმა ჯერ ვერ აღიდგინა სათანადო ფიზიკური კონდიციები ფეხის ტრავმის გამო, რომელიც მან ნოემბერში მიიღო.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალში შევუერთდები გუნდს, რომელიც საჩემპიონო ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას. არც კი ვიცი, საერთოდ შევძლებ თუ არა თამაშს. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს ჩემმა ქალიშვილმა მოედანზე მიხილოს და ნახოს, როგორ ვიბრძვი ჩემპიონობისთვის. ეს ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაციაა.

დაახლოებით 80 პროცენტი ენერგიის დაბრუნება მჭირდება. თადარიგში მხოლოდ 20 პროცენტი
მაქვს. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ჩემპიონატში გამარჯვება ისე მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. ოჯახსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ახლა ჩემს გონებაში მეტი ადგილი უჭირავს. ჰიუსტონში ჩემი ცხოვრების საუკეთესო 10 წელი გავატარე და ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს მოსალოდნელ განშორებას", - ამბობს იაო სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული