"მაიკლ ჯორდანივით მდიდარი არ ვარ და მის მსგავსად ვერ გავხდები ასოციაციის კლუბის ერთპიროვნული მფლობელი, მაგრამ სიმართლეა ის, რომ მინდა, საკუთარი წილი მქონდეს NBA-ის გუნდში", - ამბობს ბარკლი.
"მაგალითად, უარს არ ვიტყოდი "ფინიქს სანზში" რამდენიმე მილიონის ჩადებაზე. სიამოვნებით მივადევნებდი თვალს, როგორ იმუშავებდა ჩემი ინვესტიცია ამ გუნდში.
წარმოდგინეთ, მე ვფლობ კლუბის აქციათა ნაწილს, მაგრამ არ ჩავერევი მის საქმეებში. მხოლოდ ვაკვირდები. ან იქნებ "ფილადელფიას" მივმართო იგივე
ნუ მოშარდავთ ქუჩაში
ჩატენვების კონკურსის ორგზის გამარჯვებული, "ოკლაჰომა-სიტის" ტანმორჩილი მცველი ნეიტ რობინსონი უსიამოვნო ისტორიაში გაეხვია - მას პრობლემები აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. კერძოდ, რობისონი პოლიციამ შეუფერებელ ადგილას ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის დააკავა.
ღამის ორ საათზე "ოკლაჰომას" გამთამაშებელი პოლიციელებმა იმ დროს გამოიჭირეს, როცა მან მეინ სტრიტზე ერთ-ერთი მაღაზიის გვერდით მოშარდვა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ნეიტი მცირე ხნით პოლიციის განყოფილებაში მოხვდა და იქიდან 100 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ თავდებით გაუშვეს.
რობინსონს 22 ივნისს სასამართლოში მოუწევს გამოცხადება, მანამდე კი კალათბურთელმა "ტვიტერის" სოციალური ქსელის მეშვეობით მოიხადა ბოდიში და დაპირდა ყველას, რომ ასეთ სისულელეს აღარასოდეს ჩაიდენს. როგორც ჩანს, იმ დროს ნეიტს ძალიან უჭირდა...
ლოკაუტი: არის პირველი მსხვერპლი
მართალია, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მომავალი სეზონის ბედი ჯერ გაურკვეველია, მოსალოდნელმა გაფიცვამ უკვე დააზარალა კლუბების მთავარი მწვრთნელების ასისტენტები.
პირველი შემთხვევა დაფიქსირდა "მემფისში". კლუბის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწესთან ლიონელ ჰოლინზთან კონტრაქტის გაფორმებაზე.
როგორც ამერიკული პრესა წერს, დანარჩენმა გუნდებმაც მომენტალურად აიტაცეს "ახალი მოდა" და არც ისინი აპირებენ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ახლა მთავარი მწვრთნელების დამხმარეებს თავიანთი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივი დაკმაყოფილების იმედი თუ ექნებათ.
ბარბოზას ბრაზილია უფრო ხიბლავს
"ტორონტო რეპტორზის" ბრაზილიელ ლეგიონერს, ლეანდრო ბარბოზას 2011-12 წლების სეზონის ბოლოს უმთავრდება მოქმედი კონტრაქტი, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.
როგორც ლეანდროს ძმა - არტურო ბარბოზა აცხადებს, "რეპტორზის" მოთამაშეს ბრაზილიური კლუბებისგან უამრავი შეთავაზება აქვს და სავარაუდოდ, კალათბურთელი სამშობლოში გააგრძელებს კარიერას. არტუროს თქმით, მისი ძმა, შესაძლოა, არ დაელოდოს მომავალ სეზონს, ახლავე გამოისყიდოს "ტორონტოსთან" კონტრაქტი და NBA დატოვოს.
"ლეანდროს უყვარს "ტორონტო" და მისი ფანები, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია...", - ამბობს არტურო ბარბოზა.
სან ანტონიომ ლეგენდა დაკარგა
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე, "კლივლენდისა" და "სან ანტონიოს" ყოფილი მოთამაშე მაიკ მიტჩელი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ორი წელი ის კიბოს დაავადებას უშედეგოდ ებრძოდა.
კარიერის განმავლობაში მიტჩელის საშუალო მონაგარი 19,8 ქულასა და 5,6 მოხსნას უდრიდა. "ჩვენ ყველას გვემახსოვრება მაიკი, - განაცხადა "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა. - ის შესანიშნავი ადამიანი იყო - ოჯახისა და ჩვენი კლუბის ერთგული".
მიტჩელი 1978 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. სამი სეზონი "კლივლენდში" გაატარა, რის შემდეგაც ტრეიდით "სან ანტონიოში" აღმოჩნდა. მაიკმა ორჯერ - 1982 და 1983 წლებში გაიყვანა "სპურსი" დასავლეთის ფინალში და ორივეჯერ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" დამარცხდა.
1988 წელს NBA-ში კარიერა დაასრულა, თუმცა შემდეგ ათ წელზე მეტი ევროპაში თამაშობდა.
პოპოვიჩი პენსიაში არ ჩქარობს
"სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი კიდევ დიდხანს აპირებს ამ გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობას - ვეტერანი სპეციალისტი ჯერ არ ფიქრობს პენსიაში გასვლაზე. ერთ-ერთ სპორტულ შოუში გამოსვლისას პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ არ მობეზრებია მწვრთნელის პროფესია.
"უნდა გავაგრძელო მუშაობა მანამდე, სანამ სიამოვნებას ვიღებ გუნდთან ურთიერთობის თითოეული წამით. ჯერ არ დამდგარა ის დრო, როცა ფეხს ფეხზე გადავიდებ და ტელევიზორში ფილმების ყურებას დავიწყებ. ჩემი სამუშაო დიდ სიამოვნებას მანიჭებს და უახლოეს მომავალში სწორედ ამ საქმით ვიქნები დაკავებული", - ამბობს 62 წლის სპეციალისტი.