ჰოვარდი რჩება და მიდის

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე "ორლანდო მეჯიქის" სუპერცენტრი დუაიტ ჰოვარდი იქნება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში სურს კარიერია გაგრძელება, თუმცა ისიც განაცხადა - არ ვაპირებ "მეჯიქთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავალო.

ჰოვარდი იმასაც ამბობს, რომ თუ "ორლანდოს" სურს მისი შენარჩუნება, მაშინ სერიოზულად უნდა გადაახალისოს შემადგენლობა, რომელიც NBA-ის ტიტულზე განაცხადებს პრეტენზიას.

"ჩემპიონობის მოგება მინდა, - ამბობს NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰოვარდი. - ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. ჩვენ გვჭირდება კიდევ 14
კალათბურთელი, რომლებიც ასევე იაზროვნებს. სხვა მიზანი არ მაქვს, სხვა არაფერი მაინტერესებს. ვისურვებდი "ორლანდოში" დარჩენას, მაგრამ მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. აუცილებლად გავალ თავისუფალი აგენტების ბაზარზე, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მე მსურს და ჩემს დღევანდელ გუნდში დავრჩები".

* * *
NBA-ის კიდევ ერთი ცნობილი ცენტრი ბენ უოლასი სულ მალე დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს. ვეტერანი კალათბურთელი უკვე ბევრმა ექსპერტმა გაუშვა პენსიაში, თუმცა თავად "ბიგ ბენი" ამის გაკეთებას არ აპირებს.

"კარიერის დასრულების შესახებ არ გამომიცხადებია. ასე რომ, არ არის საჭირო ჩემი პენსიაში გაშვება. ერთადერთი, რაც მჭირდება - ფორმის დაბრუნება და ჯანმრთელობაა. სწორედ ამ შემთხვევაში დავბრუნდები თამაშში", - ამბობს უოლასი.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ბენი "დეტროიტის" მაისურით საშუალოდ 2.9 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული