შაკილ ონილს ადამიანის მოტაცებაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
ლოს ანჯელესის უზენაეს სასამართლოში ამ კვირაში ერთერთი ადგილობრივი დაჯგუფების მიერ იარაღის გამოყენებით რობერტ როსის გატაცების საქმის მოსმენა დაიწყო. ხსენებული გატაცება 2008 წელს მოხდა.

დაზარალებულმა დანაშაულის შესაძლო ორგანიზატორთა შორის ნბა-ს სუპერვარსკვლავი შაკილ ონილი დაასახელა, რომელმაც 2010/11 წლის სეზონის დასრულებისთანავე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კანონის წარმომადგენლებმა ცნობილი ცენტრის და მისი ბიზნესპარტნიორის მარკ სტივენსის როსიზე თავდასხმასთან კავშირის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამოძიების დროს ონილი ნამდვილად იყო ეჭვმიტანილთა შორის, მაგრამ 2009 წელს დაკითხვის დროს საქმეში მონაწილეობა სრულიად უარყო.

როსის თქმით,
მან ონილის ხმისჩამწერი კომპანიისგან ფული მოითხოვა, რადგან კალათბურთელს რეპ-შემსრულებელის ხელშეწყობის ერთობლივი პროექტის შემდეგ მისი ვალი დარჩა. ამასთან, როსიმ თავის ყოფილ პარტნიორებს შეატყობინა, რომ მას ჰქონდა ჩანაწერი, სადაც ვარსკვლავი საკუთარ მეუღლეს ღალატობდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ როსი მოიტაცეს და სცემეს. დამნაშავეები მისგან ჩანაწერს და 100 ათას დოლარს ითხოვდნენ. საბოლოოდ მას 15 ათასი დოლარი, ბრილიანტის სამკაულები და ცნობილი მარკის ძვირი საათები გამოსძალეს.

შემდეგ დაკითხვის დროს მან განაცხადა, რომ არანაირი კალათბურთელის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი არ გააჩნდა და უბრალოდ იტყუებოდა, რათა ამ გზით ონილი აელაპარაკებინა.

ადვოკატებმა, რომლებიც მოსმენაზე ონილის ინტერესებს წარმოადგენდნენ, კომენტარების გაკეთებაზე უარი თქვეს. სასამართლოს სხდომა ხსენებულ საქმეზე ივლისში გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული