ხვალ გადამწყვეტი შეხვედრაა

AutoSharing Option
ლოკაუტთან დაკავშირებული მორიგი, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა გააფრთხილა მოთამაშეები და კლუბების მფლობელები - 30 ივნისამდე თითქმის აღარაფერი დარჩა და შემდეგი შეხვედრა, რომელიც სამშაბათს გაიმართება, შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

"შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. დრო თითქმის აღარ დარჩა, მხარეები კი, ჩემი აზრით, შორს არიან შეთანხმებასთან. მაგრამ მოთამაშეები და მფლობელები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ 30 ივნისამდე მიაღწიონ კონსენსუსს. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი - იქნება თუ არა ლოკაუტი", - განაცხადა სტერნმა.

ლიგის ხელმძღვანელობას სურს ამ საკითხის მოგვარებას მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმობს,
ამიტომაც გააუქმა ლას ვეგასში დაგეგმილი საზაფხულო ლიგა. NBA-ის კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ლიგის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ლოკაუტი გარდაუვალია.

"დღევანდელ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ზაფხულის ლიგა. ვალდებულნი ვიყავით ამის შესახებ სწორედ ახლა გამოგვეცხადებინა, რადგან იწყებოდა სასტუმროებისა და საკალათბურთო მოედნების დაჯავშნის პროცესი", - ამბობს სილვერი.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ლიგის პოპულარობა ბოლო წლებში შესამჩნევად გაიზარდა. მის მატჩებს NBA-ის სპეციალიზირებული ტელეარხი გადასცემდა და ამით გულშემატკივრებს ლიგის ახალბედათა ოსტატების შეფასება შეეძლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული