"ცოტათი მიძნელდება ამ ფეხსაცმელებთან განშორება, მაგრამ "რიბოკმა" მთხოვა დახმარება და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი", - ამბობს ტერი.
ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო რეზერვისტმა მოკრძალებით ისიც აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ კლუბი სამუდამოდ დაკიდებს საშინაო არენის თაღზე მის მაისურს.
* * *
ამასობაში, დალასში გრძელდება ჩემპიონობის აღსანიშნავი ზეიმი. "მავერიქსი" მიღებაზე იყო
* * *
ცოტა ხნის წინ ვწერდით იმის შესახებ, რომ "ბოსტონ სელტიქსის" ვეტერანმა მცველმა რეი ალენმა გამოიყენა თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი და ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქი "კელტებთან".
ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კალათბურთელს კარგად ესმის, რომ დროა გზა ახალგაზრდებს დაუთმოს, ამიტომაც მზად არის მომავალ სეზონში სათადარიგო მოთამაშის როლს შეეგუოს.
"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები თუ სათადარიგოთა სკამიდან შევალ თამაშში. არც პირად სტატისტიკას ვაქცევ ყურადღებას. იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილება სრულყოფაში დაეხმარება ისეთ კალათბურთელებს, როგორიც არის, მაგალითად, ჯეფ გრინი. ამიტომაც დავრჩი კიდევ ერთი სეზონით", - განაცხადა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით NBA-ის რეკორდსმენმა.
* * *
უახლოესი ორი კვირის განმავლობაში აქტუალური იქნება ქალთა კალათბურთი, რადგან პოლონეთში სტარტი აიღო კონტინენტის პირველობამ. მანამდე კი Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ჯო დორიშმა ქალთა NBA-ში სლემ-დანკების დათვლა სცადა. თუ გამოვრიცხავთ ვარჯიშებს და ჩავთვლით "ყველა ვარსკვლავის მატჩებს", მივიღებთ ექვს ასეთ შემთხვევას. თანაც თავი გამოიჩინა მხოლოდ ოთხმა კალათბურთელმა - მიშელ სნოუმ, კენდის პარკერმა (მათ WNBA-ის ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში ჩატენეს ბურთი), სილვია ფაულზმა და, რა თქმა უნდა, დიადმა ლიზა ლესლიმ.
* * *
თუ ESPN-ს დავუჯერებთ, "იუტა" უახლოეს პერიოდში დევინ ჰარისის ან პოლ მილსეპის გაცვლას აპირებს (ან ორივეს ერთად). არადა, საქმე ეხება "ჯაზმენთა" საუკეთესო მოთამაშეებს. ჯერჯერობით უცნობია, საით აპირებს ამ მოთამაშეების გაგზავნას "იუტა". შარშან ამ გუნდის ხელმძღვანელებმა ერთხელ უკვე "გამოიჩინეს" თავი, როცა აშკარად წამგებიანი გარიგებით დერონ უილიამსი "ნიუ ჯერსიში" გაუშვეს. ასე რომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
* * *
გასულ უქმეებზე თურქეთში გაირკვა ჩემპიონი - სეზონის ტრიუმფატორი გახდა სტამბოლის "ფენერბაჰჩე", რომელმაც ფინალური სერიის მეექვსე მატჩში სტუმრად 91:88 დაამარცხა თანაქალაქელი "გალათასარაი". თურქეთის ჩემპიონი გახდა ორი ლიტველი - დარიუშ ლავრინოვიჩი და შარუნას იასიკიავიჩუსი.
* * *
მოკლე ამბავი Sports Illustrated-დან: ვინ არის პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი? რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც გასულ სეზონში 44.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მშვენიერი კომპენსაციია წაგებული ფინალისთვის.
* * *
თუ HoopsHype-ზე გამოქვეყნებულ ჭორებს დავუჯერებთ, "დეტროიტი" ბენ გორდონის ან ჩარლი ვილანუევას გაცვლას აპირებს, "ჩიკაგო" პირიქით, არ გეგმავს კარლოს ბუზერის გაშვებას, "ფილადელფია", როგორც იქნა მივიდა იმ აზრამდე, რომ შესაძლებელია ანდრე იგუოდალას ტრეიდი, "მინესოტა" კი პაუ გასოლის ხელში ჩაგდებას აპირებს. როგორც ჩანს, "მგლების" ხელმძღვანელობას რიკი რუბიოსა და გასოლის ესპანური დუეტის შექმნა აქვს განზრახული.
* * *
საინტერესე ფოტო დადო "ტვიტერის" სოციალურ ქსელში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ ქარიმ აბდულ-ჯაბარმა. ფოტოს მინაწერი აქვს: "საკალათბურთო მოედნის მეფე შეხვდა ჰიპ-ჰოპის მეფეს".
საინტერესოა ფოტოზე ემინემის გამომეტყველება - ან ვერ იცნო "ბებერი" და შეშინდა, ან პირიქით, სიხარულისგან დაიბნა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"