ანტეტოკუნმპომ მძიმე ტრავმა მიიღო, "ატლანტამ" იანგის გარეშე მარტივად იმარჯვა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური შეხვედრა გაიმართა. "ატლანტა ჰოუქსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და სოლიდური უპირატესობით, 110:88 დაამარცხა.

ტრეი იანგის არყოფნაში "ატლანტას" ლუ უილიამსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

რაც შეეხება "ბაქსს", საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 5 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, მომდევნო შეხვედრა კი 4 ივლისს, მილუოკიში გაიმართება.

alt"მილუოკმა" "ატლანტა" გაანადგურა და წონასწორობა აღადგინა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული