”ატლანტა” ჯოშ სმიტს იშორებს, ”სპურსი” პარკერს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ახალ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი ახალ გუნდში ითამაშებს. Yahoo! Sports საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდი ფორვარდის ტრეიდის შესაძლებლობებს სერიოზულად განიხილავს.

თავად სმიტს გაცვლა არ მოუთხოვია - ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. ჯოშის ხელში ჩასაგდებად მთავარი პრეტენდენტები არიან - "ნიუ ჯერსი", "ჰიუსტონი", "ორლანდო" და "ბოსტონი".

"სმიტისა და "ატლანტას" ურთიერთობამ უბრალოდ დრო მოჭამა", - ამბობს ინკოგნიტო წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.


* * *
ტრეიდის განხორციელებას აპირებს "სან ანტონიო სპურსიც". ამ შემთხვევაშიც გაცვლის ერთ-ერთი
მონაწილე გუნდის წამყვანი მოთამაშე იქნება. კერძოდ, "სპურსის" ხელმძღვანელობას ზეგინდელი დრაფტისთვის მაღალი ნომრის არჩევა სურს და ამისთვის მზად არის დათმოს ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი.

არსებობს ინფორმაცია, რომ "სან ანტონიო" ორი მიმართულებით მუშაობს: პარკერს დაუთმობენ "ტორონტო რეპტორზს", რომელსაც დრაფტზე მეხუთე ნომრის არჩევის უფლება აქვს ან "საკრამენტოს", რომელიც მეშვიდე ნომერს აიყვანს.

გასულ სეზონში პარკერმა "სპურსის" შემადგენლობაში 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.5 ქულა, 3.1 მოხსნა და 6.6 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული