"დალასის" აღლუმი 341 ათასი დაჯდა

AutoSharing Option
უცნაური გადაწყვეტილება მიიღო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა რონ არტესტმა - მან სახელის შეცვლა გადაწყვიტა. რონს უნდა ამიერიდან მეტა უორლდ პისი (Metta World Peace) დაუძახონ.

კალათბურთელმა უკვე შეიტანა ყველა საჭირო დოკუმენტი ლოს ანჯელესის სასამართლოში. "ლეიკერსის" წევრმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზით მიიღო. 

არტესტის განცხადებას 26 აგვისტოს განიხილავენ.

* * *
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ქალაქის მთავრობისგან NBA-ის ჩემპიონობის აღსანიშნავი აღლუმის ანგარიში მიიღო. დანახარჯის ანაზღაურებას ქიუბანი საკუთარი ჯიბიდან აპირებს.
აღლუმის საერთო ღირებულებამ 341 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე ძვირი (270 ათასი) დაჯდა 540
პოლიციელის დაქირავება. სახანძრო სამსახურის მომსახურება 54 ათასი ღირდა, ყველაზე იაფი იყო აღლუმის დროს ქუჩაში დატოვებული ნაგვის დასუფთავება - 843 დოლარი.

საჩემპიონო აღლუმს 250 ათასი დალასელი დაესწრო.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი სასწრაფოდ ითხოვს თავისი გუნდის რიგების ანდერსონ ვარეჟაოთი შევსებას. ეს ბრაზილიელი "კლივლენდში" ბრაუნის შეგირდი იყო. კალიფორნიელთა დამრიგებლის აზრით, სწორედ ასეთი ხისტი მოთამაშე არ ჰყოფნის "ლეიკერსს" შემადგენლობაში.

* * *
გუშინ ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" ორ კარგ კალათბურთელს გამოეთხოვა - კლუბი დატოვეს ამერიკელებმა ალან ანდესონმა და ტერენს მორისმა. სამაგიეროდ, კატალონურმა გრანდმა კონტრაქტი გააფორმა უნივერსალ ჩაკ ეიდსონთან, რომელიც ევროლიგის ჩემპიონ თელ-ავივის "მაკაბიდან" გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული